in

შერმადინი ზედიზედ მესამედ მოხვდა სეზონის სიმბოლურ ხუთეულში

საქართველოს ნაკრებისა და “ლენოვო ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინი ზედიზედ მესამედ მოხვდა ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში.

ლიგა ენდესას სეზონის სიმბოლურ გუნდს – მწვრთნელები, კალათბურთელები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები ადგენდნენ (25% თითოეულზე).

33 წლის ქართველ კალათბურთელს წლევანდელ სეზონში 4-ჯერ დასახელდა ტურის საუკეთესო კალათბურთელად.

შერმადინის გარდა, სიმბოლურ ხუთეულში მისი თანაგუნდელი მარსელიონიო უერტასი, ნიკო ლაპროვიტოლა (ბარსელონა), ძანან მუსა (ბრეოგანი) და ჩიმა მონეკე (მანრესა) მოხვდნენ.

გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას სეზონის MVP-ის გამოკითხვაშიც არის ჩართული. გულშემატკივრების გამოკითხვის შემდეგ, იგი ძანან მუსას ჩამორჩა და მეორე ადგილზე გავიდა, ახლა ჯერი მწვრთნელებსა და ჟურნალისტებზეა. შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი აღნიშნული ჯილდოს მოქმედი გამარჯვებულია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბასილაშვილი ჟენევაში ითამაშებს: განახლებულ რეიტინგში ქართველის პოზიცია უცვლელია

ესპანეთმა ევროპა გადაინაწილა – XXXVII ტური