in ,

გერმანული მედია ჩაკის აქებს: ალიდუ ისევ საშინლად მოქმედებდა

გუშინ, გერმანიის თასის 1/4 ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც “ჰამბურგმა” “კარლსრუე” პენალტების სერიაში დაამარცხა. გიორგი ჩაკვეტაძე პირველად მოხვდა “ჰამბურგის” ძირითად შემადგენლობაში და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.

შეხვედრის 52-ე წუთზე გიორგიმ იდეალური საგოლე პასით გლატცელს გოლი გაატანინა. ის 59-ე წუთზე ალიდუმ შეცვალა.

ჩაკვეტაძის საგოლე პასი: ჰამბურგი 1/2 ფინალშია

გერმანული bild წერს, რომ ალიდუ ბოლო პერიოდში საკმაოდ არადამაჯერებელი იყო და გუშინდელ შეხვედრაშიც ძალიან ცუდად მოქმედებდა. ეს ყველაფერი ნიშანია იმისთვის, რომ მომდევნო შეხვედრებში ძირითად შემადგენლობაში სწორედ ქართველი იყოს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გერმანული კლუბების 80%-მა სტადიონების სახელი გაყიდეს: MLS კვალში უდგას

ბეთინგების ბუმი და ელექტრონიკის სიკვდილი: პრემიერლიგის კლუბების სპონსორები XXI საუკუნეში