in ,

ჩაკვეტაძის საგოლე პასი: ჰამბურგი 1/2 ფინალშია

გერმანულ “ჰამბურგში” გადასვლის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ.

გერმანიის თასის 1/4 ფინალურ შეხვედრაში “ჰამბურგი” საკუთარ მოედანზე “კარლსრუეს” დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში იმარჯვა.

ჩაკვეტაძე სასტარტო 11-ეულში იყო და გერმანულ კარიერაში პირველი საგოლე პასიც გააკეთა. შეხვედრის 52-ე წუთზე ჩაკიმ ბურთი ბრწყინვალედ ჩააწოდა, როგორც იტყვიან გლატცელს ზუსტად თავზე დაასვა ბურთი და ამ უკანასკნელსაც გატანა არ გასჭირვებია. ჩაკვეტაძე 59-ე წუთზე შეცვალეს.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს “ჰამბურგი მარცხს ისევ გლატცელმა გადაარჩინა.

დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და საქმე საფეხბურთო ლატარეამდე მივიდა, რომელშიც ჰამბურგელები უკეთესი იყვნენ და თასის 1/2 ფინალშიც გავიდნენ.

გიორგიმ მატჩის შემდეგ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილის ზედიზედ მე-2 მშრალი მატჩი და ვალენსიას მე-18 ფინალი

საქართველოში რუსეთი აღარ ჩამოვა: თბილისის ევრობასკეტს რუსები მოაშორეს – რუსებს არც მსოფლიოზე შევხვდებით