in ,

ჩაკვეტაძეს ჰამბურგში მომავალი არ აქვს: გერმანული მედია

კითხვის ნიშნები აღარ არის: უდიდესი ალბათობით ყველაფერი გადაწყვეტილია. ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild იუწყება, რომ სეზონის ბოლოს “ჰამბურგი” გიორგი ჩაკვეტაძეს არ გამოისყიდის და ქართველ შემტევს ისევ “გენტში” დაბრუნება მოუწევს.

“გიორგი ჩაკვეტაძისთვის, მანუელ ვინტერჰაიმერის და იან გიამარასთვის “ჰამბურგში” საფეხბურთო კარიერა ამ სეზონის დასრულებისას დასრულდება. გერმანული კლუბის ხელმძღვანელები ამ ფეხბურთელების გამოსყიდვას აღარ აპირებენ. “ჰამბურგი” სეზონის ბოლოს ფარიდ ალიდუსაც გაუშვებს. ქართველი ტალანტი, რომელიც “ჰამბურგში” “გენტიდან” იჯარის წესით თამაშობს, თავიდან კარგი იყო და პოტენციალი კარგად გამოავლინა, მაგრამ ახლა ცხადია, რომ მას “ჰამბურგში” მომავალი არ აქვს”, – წერს გერმანული გამოცემა.

გიორგი ჩაკვეტაძემ “ჰამბურგის” მაისურით 12 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე პასია.

გიორგი ჩაკვეტაძე თბილისის “დინამოს” საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და სწორედ “დინამოდან” შეუერთდა 2017 წელს ბელგიურ “გენტს”.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჯგუფში მსოფლიო ჩემპიონთან: საქართველოს მეტოქეები ევროპის ჩემპიონატზე

არველაძე ტურის მწვრთნელად აღიარეს