in

ჯგუფში მსოფლიო ჩემპიონთან: საქართველოს მეტოქეები ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები წელს ორ დიდ ტურნირზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე იასპარეზებს.

ჩვენი გუნდი ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის ზედიზედ მეხუთედ იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები: მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იტალია, მონტენეგრო და სლოვაკეთი იქნებიან.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატი 27 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ხორვატიაში, ქალაქ სპლიტში, გაიმართება.

გეტყვით იმასაც, რომ წინა ევროპის ჩემპიონატზე რევაზ ჩომახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ევროპის ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკაა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელიას შესაძლოა ნაპოლიში ახალი მწვრთნელი დახვდეს: სპალეტის უშვებენ?

ჩაკვეტაძეს ჰამბურგში მომავალი არ აქვს: გერმანული მედია