in ,

ბორდალასს უშვებენ? სავარაუდო შემცვლელი მამარდას იცნობს

გიორგი მამარდაშვილს შესაძლოა მომავალ სეზონში ახალ მწვრთნელთან მუშაობა მოუწიოს. ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca წერს, რომ “ვალენსიას” ხელმძღვანელობა მწვრთნელის შეცვლას განიხილავს და აღნიშნული გამოცემა ბორდალასის სავარაუდო შემცვლელსაც ასახელებს.

Marca-ის ინფორმაციით “ღამურების” ხელმძღვანელობა დიეგო მარტინესის კანდიდატურას განიხილავს. 41 წლის სპეციალისტი “ვალენსიას” ხელმძღვანელების ინტერესის საგანი იქამდეც იყო, სანამ გუნდში ხოსე ბორდალასი მოვიდოდა.

დიეგო მარტინესს ჩვენი “მამარდა” უნდა ახსოვდეს. ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, სწორედ ის იყო “გრანადას” მწვრთნელი, როცა თბილისის “ლოკომოტივი” 2:0 დაამარცხეს. იმ მატჩში “რკინიგზელთა” კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა.

გეტყვით იმას, რომ ხოსე ბორდალასთან “ვალენსიას” კიდევ ერთი წელი აკავშირებს კონტრაქტი.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აიტაცე: 2021 წლის საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო

ნინიაშვილის და საღინაძის ლიონი ჩელენჯ თასის ფინალშია