in ,

The atletic: არველაძე ჰალს მომდევნო კვირაში ჩაიბარებს

როგორც ავტორიტეტული ბრიტანული სპორტული გამოცემა The atletic იუწყება, ინგლისურ “ჰალ სიტის” ოფიციალურად ახალი მფლობელი ჰყავს.

წყაროს ცნობით, თურქ ბიზნესმენ, ტელემაგნატ აჯუნ ილიჯალის კლუბი ოფიციალურად გუშინ, 19 იანვარს გადაეცა. გამოცემის ცნობით, “ჰალის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელისთვის მომდევნო ტურში “ბორნმუთთან” გასამართი შეხვედრა ბოლო იქნება. მისი შემცვლელი კი, უდიდესი ალბათობით ქართველი შოთა არველაძე გახდება, რომელიც კლუბს მომდევნო კვირაში ჩაიბარებს.

“ჰალ სიტის” 26 ტურის შემდეგ, 26 ქულა აქვს და ინგლისის ჩემპიონშიპის სატურნირი ცხრილში მე-19 ადგილზეა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვალენსიასა და საბურთალოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მტრული და სექსისტური: კაცებს არ მოსწონთ ქალების სპორტი