in ,

As.com: ბორდალასი მამარდაშვილს პირველი მეკარეობისთვის ამზადებს

21 წლის ახალგაზრდა ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა გუშინ “ვალენსიას” მაისურით ლა ლიგაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა და საკმაოდ დამაჯერებლადაც. გიორგის “ვალენსია” ოთხეულისთვის მებრძოლ “რეალ სოსიედადს” დაუპირისპირდა და უგოლოდ დასრულდა.

მამარდაშვილი ვალენსიას კარში დაბრუნდა: გიორგიმ გოლი არ გაუშვა

მამარდაშვილმა საკუთარი კარი მშრალად შეინახა და ბოლო 9 მატჩში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც “ვალენსიამ” გოლი არ გაუშვა.

გიორგიმ შეხვედრა სამი სეივით დაასრულა. მას ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 7 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც სამჯერ კარი მშრალად შეინახა.

ქართველი მეკარის კარგ თამაშს ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS ეხმიანება და წერს, რომ ბორდალასი მამარდაშვილს გუნდის პირველი მეკარეობისთვის ამზადებს.

“რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ, გიორგი იასპერ სილესენის ტრავმის გამო, გიორგი მამარდაშვილმა ითამაშა და ერთი ისეთი სეივი განახორციელა, რომლის გამოც მას მთელი “მესტალია” ფეხზე წამოუდგა და ტაშს უკრავდა. ბოლო სამ თვეში ლა ლიგაში ეს “ვალენსიას” პირველი შეხვედრა იყო, რომელშიც გოლი არ გაუშვა. ისიც საინტერესოა, რომ ბორდალასის გუნდს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში სულ 6 მშრალი მატჩი აქვს ჩატარებული და სამში კარს სწორედ მამარდაშვილი იცავდა.

გიორგიმ სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ მერე ძირითადში ადგილი დაკარგა. თუმცა, ბორდალასი ქართველზე საქებარ სიტყვებს არ იშურებდა და შანსი მაინც მისცა. ბორდალასს სურს გიორგიმ მასთან ერთად იმუშავოს და თუ ზაფხულში “ვალენსია” სილესენზე შემოთავაზებას მიიღებს, მამარდაშვილი გუნდის ძირითადი მეკარე გახდება”, – წერს ესპანური გამოცემა.

კარგი დაბრუნება: მამარდაშვილის მაღალი შეფასება სოსიედადთან მატჩში

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უკვე 400 მლნ: Instagram-ის მთავარი კაცი, რომელსაც მარტო Instagram ჯობნის

ყვითელაშვილის შთამბეჭდავი გამოსვლა და კარიერის საუკეთესო შედეგი