in ,

მამარდაშვილი ვალენსიას კარში დაბრუნდა: გიორგიმ გოლი არ გაუშვა

ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრაში ქართველ ქომაგებს სასიამოვნო სიურპრიზი გველოდა. „ვალენსიას“ ძირითადში ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა და შეიძლება ითქვას, რომ შემადგენლობში დაბრუნებულმა ქართველმა მეკარემ თავისი ეს შანსი გამოიყენა. გიორგიმ მშრალი მატჩი ჩაატარა, თან არც თუ სუსტ მეტოქესთან. „ვალენსია“ შინ ოთხეულისთვის მებრძოლ „სოსიედადს“ დაუზავდა – 0:0.

შეგახსენებთ, რომ საბ სებასტიანელთა რიგებში თამაშობენ ოიარსაბალი, პორტუ, რაფინია, შეცვლაზე შევიდნენ ისაკი, დავიდ სილვა, იანუზაი. მოკლედ, მარტივი გასაძლები არ ყოფილა.

სასტარტოში დაბრუნებული მამარდაშვილი სოლიდური იყო სტუმრების ნებისმიერი მცდელობის ჩაშლაში – ასე დაწერა თავად “ვალენსიას” გვერდმა მიმოხილვისას.

მამარდაშვილმა მთავარი სეივი 23-ე წუთზე შეასრულა, როდესაც შესანიშნავი შანსი მიეცა სტუმართა მცველ ლე ნორმანდს, მაგრამ ჩვენიანმა ბურთი მოიგერია.

58-ე წუთზე კი პორტუს გოლი გაუქმდა ოფსაიდის გამო.

შანსი ბუნებრივია ვალენსიელებსაც ჰქონდათ, თუმცა გოლი ვერც ჩვენიანის გუნდელებმა გაიტანეს და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

იმედი ვიქონიოთ, გიორგი უფრო გაუშინაურდება „ვალენსიას“ კარს და შედარებით ხშირად ვიხილავთ მოედანზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პორტუგალიასთან ფრეს დავჯერდით

საბა ქუმარიტაშვილმა ოლიმპიადა 31-ე ადგილზე დაასრულა