in

პორტუგალიასთან ფრეს დავჯერდით

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი დაიწყო.

“ბორჯღალოსნები” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პორტუგალიას დაუპირისპირდნენ და ძალიან მძიმე ბრძოლაში ფრეს დასჯერდნენ. პორტუგალიელები მატჩის წინ ბევრს ბაქიბუქობდნენ და არც თუ ისე ტყუილად. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ ნახევარში მეტოქემ აშკარად გვაჯობა. პორტუგალიელების იყო ბურთი და ტერიტორია. ისინი ჩვენს 22-მეტრიან ზონაში დიდ დროს ატარებდნენ და უფრო გააზრებულაადაც გვიტევდნენ. ბორჯღალოსნებს კი, რამდენიმე ფაზიანი შეტევის გადაბმა უჭირდათ. ბევრი იყო შეცდომები პასებში, რამდენიმე ეპიზოდში რაქში მიყოლაც დავაგვიანეთ, სწრაფი რაქი კი, თანამედროვე რაგბის ერთ-ერთი უმნიშვნოლავანესი კომპონენტია. საშინელი იყო ჩვენი გუნდის დერეფანი. მარტო პირველ ტაიმში 6-დან 5 დერეფანი დავთვეთ. ორი ლელო კი, უფრო მეტოქის შეცდომების ხარჯზე დავდეთ, ვიდრე ჩვენი კარგი თამაშის. პორტუგალიელებმა დაცვაში გადაწყობა დააგვიანეს და აკაკი ტაბუცაძემ ნაკრებში თავისი მორიგი ლელო დაამიწა. მეტოქემ მალევე ხაზი ისე გაგვირღვია, მართლა “ქორივით ჩაუარა” იმათმა ფულბეკმა ჩვენს დაცვას და ლელოც დადო. ტაიმის მიწურულს როგორც იქნა ერთი გააზრებული შეტევა გააკეთა და მეტოქე გრეგორ ქერდიყოშვილმა დაალელოვა. ტაიმი 15:11 მოვიგეთ. მეორე ტაიმში სათამაშო სცენარი არ შეცვილა. პორტუგალია მეტად იყო ბურთით და ორი ლელოც დაგვიდო + მირიან მოდებაძე გაგვისინბინა. ბოლო წუთებში, საქართველოს ნაკრებმა მარცხის საფრთხე იგრძნო, გააქტიურდა და მეტოქის ხუთმეტრიანში მოგებული შერკინების შემდეგ, პორტუგალიის ჩათვლის მოედანში ბურთი თორნიკე ჯალაღონიამ დაამიწა. თედომ ზუსტად გარდასახა. მატჩის მოსაგებაადაც გავიწიეთ, მაგრამ ასეთი დონის გუნდთან მოსაგებ თამაშში ორ დერეფანს რომ წააგებ, მოგებას არ იმსახურებ. საბოლოოდ, ფრე 25:25 და საქართველოს ნაკრებმა 20 მატჩიანი მოგებათა სერია ფრით შეწყვიტა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფინალამდე ცოტა დაგვაკლდა:საქართველო ოლიმპიადაზე მეექვსეზე გავიდა

მამარდაშვილი ვალენსიას კარში დაბრუნდა: გიორგიმ გოლი არ გაუშვა