“სიტიმ” მოიგო ზედიზედ 16 მატჩი, აქედან 11 მშრალი გამოდგა. საერთო ანგარიშია 43:5.
“სიტიმ” მოიპოვა 6 მშრალი გამარჯვება შინ პირველად 119 წლის განმავლობაში და გაიმეორა საკლუბო რეკორდი.
ედერსონმა მე-2 ასისტი გააკეთა პრემიერლიგაში, მან გიუნდოგანს საკუთარი კარიდან მიაწოდა საგოლე გადაცემა.
“ტოტენჰემს” 5 წაგება აქვს ბოლო 6 მატჩში.
“ტოტენჰემმა” სეზონში პენალტიდან მე-6-ედ გაუშვა. ეს პრემიერლიგაში უარესი შედეგია.
მოურინიოს გუნდმა პირველად გაუშვა 8 გოლი 2 თამაშში.
“ლივერპულს” პრემიერლიგაში 6 წაგება დაუგროვდა. ეს ყველაზე ცუდი შედეგია 2016/17 წლების სეზონის შემდეგ.
“ლივერპულმა” პრემიერლიგის 3 მატჩი ზედიზედ პირველად წააგო 2014-ის შემდეგ. მაშინ მწვრთნელი როჯერსი იყო.
კლოპმა 300 მატჩი ჩაატარა “ლივერპულის” თავკაცად. ის მე-9 მწვრთნელია, ვინც ამდენი მოახერხა.
მანემ “ლივერპულში” მე-200 მატჩი ითამაშა.
ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდმა 45-ჯერ დაკარგა ბურთი ბურთთან 128 შეხებისას. მას ბურთის დაკარგვის უარესი პროცენტი აქვს ტოპ 5 ლიგის ფეხბურთელებს შორის.
“ლივერპულმა” ლესტერთან” პირველად წააგო პრემიერლიგური მატჩი 4 წელიწადში. წაუგებელი სერია კი 7 მატჩს გრძელდებოდა.
“ლესტერმა” “ლივერპულს” 3 გოლი 8 წუთში გაუტანა.
ჯეიმი ვარდი მე-7 ფეხბურთელია პრემიერლიგაში, რომელმაც 30 წლის შემდეგ გოლი+პასის სისტემით 100 ქულა მოაგროვა.
პიერ-ემერიკ ობამეიანგმა პირველი ჰეთ-თრიკი გაახერხა პრემიერლიგაში.
ობამეიანგმა 199-ე. მე-200 და 201-ე გოლები გაიტანა ევროპის ტოპ 5 ლიგებში 369 მატჩში.
„არსენალმა“ პირველ ტაიმში 3 გოლი პირველად 2020 წლის ივლისიდან.
ბრუნო ფერნანდეშს 38 ქულა (22+16) აქვს პრემიერლიგაში. მაერტო მესის და ლევანდოვსკის (44 გოლი) აქვთ უფრო მეტი 2020 წლის თებერვლიდან მოყოლებული.
„მანჩესტერმა“ პრემიერლიგაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა ბოლო 3 წელიწადში.
ნახე, ჩემპიონი ჩამოვარდა: სიტი რეკორდზე მიდის – პრემიერლიგა ფაქტებში
9:0 – ინგლისში რეკორდი და ანტირეკორდი გამეორდა: ამბები მოკლედ
მანჩესტერული რეკორდები და ლივერპული ლონდონში – პრემიერლიგა ფაქტებში
GIPHY App Key not set. Please check settings