in ,

მანჩესტერული რეკორდები და ლივერპული ლონდონში – პრემიერლიგა ფაქტებში

“ლივერპულს” ამ სეზონში სტუმრად 4 მოგება აქვს. ყველა ლონდონში.

სალაჰი მე-5 აფრიკელია, რლმელმაც პრემიერლიგაში 90 გოლი გაიტანა. დროგბას 104 აქვს.

ჰენდერსონმა პრემიერლიგაში “ლივერპულის” მაისურით 286-ე მატჩი ითამაშა. უფრო მეტი მატჩი აქვს კარაგერს, ჯერარდს და ჰიუპიას.

სალაჰმა “ლივერპულის” 4-ვე სეზონში 20+ გოლი გაიტანა. იან რაშმა 80-იან წლებში ეს 6-ჯერ მოახერხა.
ეგვიპტელი მეფე – დაწერა კლუბმა ამ მოვლენასთან დაკავშირებით.

“ტოტენჰემმა” პრემიერლიგის ბოლო 4 შეხვედრაში მხოლოდ 1 მოიგო.

“ტოტენჰემს” მარტო 3 მოგება აქვს ბოლო 13 მატჩში, როდესაც კეინის გარეშე ითამაშა.

მოურინიომ გასვლაზე “ბრაიტონთან” ზედიზედ 3 მატჩი წააგო. ასეთი რამ პირველად მოხდა ჟოზე კარიერაში ნებისმიერი მეტოქის წინაააღმდეგ.

გარეთ ბეილი “ტოტენჰემის” სასტარტოში პრემიერლიგის შეხვედრაში პირველად გამოვიდა ნოემბერის შემდეგ.

ჯარიმების დღე ესპანეთში: მესიმ საიუბილეო გოლი გაიტანა, სიმეონე პირველი კაცი გახდა – ლა ლიგა ფაქტებში

 

ჯეკ გრილიშმა („ასტონ ვილა“) 9 საგოლე გადაცემა გააკეთა სეზონში. უფრო მეტი მხოლოდ ჰარი კეინს და კევინ დე ბრიუინს აქვთ.

გრილიშს 15 (6+9) ქულა აქვს პრემიერლიგის 19 შეხვედრაში. გასულ სეზონში 14 ჰქონდა 36 მატჩში.

 

„მანჩესტერი“ 18 მატჩია არ აგებს სტუმრად ჩემპიონატში. ეს საკლუბო რეკორდია.

„მანჩესტერი“ პრემიერლიგაში „არსენალს“ ვერ უგებს 2018-ის აპრილის შემდეგ.

ბრუნო ფერნანდეშს ზედიზედ 5 მატჩია შედეგიანი ქმედება (გოლი ან ასისტი) არ აქვს.

გვარდიოლამ მოიგო 500 მატჩი 673-დან უმაღლესი ლიგის კლუბებში. რა შეხსენება უნდა, რომ პეპი „ბარსელონასა“ და „ბაიერნში“ მუშაობდა, ახლა კი „სიტის“ თავკაცობს.

ედერსონს ჩემპიონატში 12 მშრალი მატჩი მოუგროვდა. ეს საუკეთესო შედეგია ამ სეზონში ტოპ 5 ლიგაში.

„სიტიმ“ ზედიზედ 12 მატჩი მოიგო პირველად 141-წლიან ისტორიაში. „ლივერპულთან“ ჯახი 7 თებერვალსაა.

„ლივერპულმა“ შესაძლოა აშშ-ს ნაკრების ცენტრალური მცველი ლონგი იჯარით აიყვანოს (ESPN).

კლოპი მბაპეს გარემოცვას ფეხბურთელის „ლივერპულში“ გადმოსვლის აუცილებლობაში არწმუნებს (Canal+).

ვილიანი პირველი ბრაზილიელია, რომელმაც პრემიერლიგაში 250 მატჩი ითამაშა.

 

ტუხელი პირველი მწვრთნელია ბოლო 8 წელიწადში, რომლის დროსაც “ჩელსიმ” პრემიერლიგის პირველ ორ მატჩში გოლი არ გაუშვა.

ტუხელის “ჩელსიმ” ორ მატჩში საკუთარ კარში ბურთი არ დაარტყმევინა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჯარიმების დღე ესპანეთში: მესიმ საიუბილეო გოლი გაიტანა, სიმეონე პირველი კაცი გახდა – ლა ლიგა ფაქტებში

იუვე მშრალად იგებს, ზლატანი პენალტს ვერ ურტყამს, რიბერი 17 წელია იტანს – სერია A ფაქტებში