in ,

ნახე, ჩემპიონი ჩამოვარდა: სიტი რეკორდზე მიდის – პრემიერლიგა ფაქტებში

„ლივერპულს“ 40 ქულა აქვს 23 ტურის შემდეგ. 27-ით ნაკლები, ვიდრე წინა სეზონში. ეს ჩემპიონის უმსხვილესი ვარდნაა ისტორიაში.

გვარდიოლამ 14 მატჩი მოიგო ზედიზედ პირველად სამწვრთნელო კარიარაში.

„ლივერპულმა“ 4 გოლი გაუშვა „ენფილდზე“ 2009-ის შემდეგ.

გვარდიოლა კლოპს გაუთანაბრდა ერთმანეთთან მოგებების რაოდენობით – 9. სულ ერთმანეთში 21 მატჩი გაუმართავთ.

„სიტიმ“ ზედიზედ 14 მატჩი მოიგო და ამით ინგლისის უმაღლესი ლიგის რეკორდი გაიმეორა.

“სიტიმ” “ლივერპულს“ გასვლაზე პირველად მოუგო 2003 წლის მაისის შემდეგ და ამით 19-მატჩიანი სერია შეწყვიტა.

„ლივერპული“ ვერ იგებს ზედიზე დ 5 მატჩია – 3 წაგება და 2 ფრე.

სტერლინგი მე-3 ფეხბურთელია, რომელმაც 100+ გოლი გაიტანა გვარდიოლას ხელმძღვანელობით, მესისა და აგუეროს შემდეგ.

„ლივერპულმა“ პირველად გაიტანა 2021 წელს.

შეწყდა „სიტის“ 602-წუთიანი მშრალი სერია პრემიერლიგაში.

ალისონს „სიტისთან“ მატჩში უფრო მეტი შედეგიანი შეცდომა ჰქონდა, ვიდრე პრემიერლიგის წინა 54 შეხვედრაში.

ედერსონის მშრალი სერია 831-ე წუთზე შეწყდა. უკეთესი შედეგი მარტო ვან დერ სარსა და პიტერ ჩეხს ჰქონდათ.

გიუნდოგანმა 10+ გოლი გაიტანა სეზონში პირველად კარიერაში. ბოლო 6 მატჩში 6 გოლი დაუგროვდა.

„ჩელსიმ“ ტუხელის ხელში 4 მატჩში 1 გოლი გაუშვა – საუკეთესო სამწვრთნელოი დებიუტია კლუბში ჰიდინკის დროის შემდეგ.

„ჩელსიმ“ ზედიზედ მესამედ მოიგო.

ჰარი კეინი „ტოტენჰემში“ 20+ გოლს იტანს ზედიზედ 7 სეზონია. მას 208 გოლი აქვს გატანილი კლუბში.

„ევერტონმა“ 3+ გოლი გაიტანა „ოლდ ტრაფორდზე“ პირველად 2012 წლის შემდეგ. საუბარია პრემიერლიგის მატჩზე.

„ევერტონმა“ 2 გოლი გაუტანა 3 წუთში „მანჩესტერს“.

ხამესმა „იუნაიტედს“ გაუტანა. „ევერტონის“ რიგებში ეს მისი პირველი შედეგიანი მოქმედებაა გასვლით შეხვედრაში, შინ – 5+7.

კავანიმ 4 გოლი გაიტანა თავით. უფრო მეტი კელვერტ-ლიუინს აქვს.

„მანჩესტერმა“ პატივი მიაგო 1958 წლის კატასტროფაში დაღუპულებს ბანერითა და წუთიერი დუმილით „ევერტონთან“ მატჩის დაწყებამდე.

“საუთჰემპტონის” ნახევარმცველმა უორდ-პროუზმა ჯარიმიდან 10 გოლი გაიტანა 2015/16 წლების შემდეგ. ამაზე უკეთესი მაჩვენებელი ტოპ 5 ლიგაში მარტო ლეო მესის აქვს (25).

მინამინომ „საუთჰემპტონში“ სადებიუტო მატჩში გაიტანა. ის პირველი იაპონელია, რომელმაც პრემიერლიგის ორ კლუბში გოლი გაიტანა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზიდანს პრობლემები აქვს: მადრიდელთა “ლაზარეთი” იზრდება

ვიდეო: გოგა ბითაძის ეფექტური ჩატენვა “იუტასთან” – “ინდიანამ” ისევ წააგო