in ,

მესი მთელ გუნდებზე მეტია, ბარსას კიდევ ერთი მაგარი ბავშვი გამოუჩნდა – ლა ლიგა ფაქტებში (23-ე ტური)

“ბარსელონამ” ლა ლიგაში ზედიზედ 7 მატჩი მოიგო.

მესიმ 7-ჯერ დაარტყა “ალავესის” კარისკენ, 5-ჯერ კარში – ეს უფრო მეტია, ვიდრე მეტოქის მთელმა გუნდმა.

მესიმ 66 გოლი გაიტანა შორეული დარტყმით ბოლო 10 წელიწადში ლა ლიგაში. ეს უფრო მეტია, ვიდრე სხვა გუნდებმა მოახერხეს, თუ “რეალს” და “ატლეტიკოს” არ ჩავთვლით.

მესიმ 4 გოლი გაუტანა „ალავესს“ საჯარიმოს გარედან. ეს ყველაზე მეტია მას მერე, რაც ბასკური კლუბი ლა ლიგაში აღზევდა (2016 წ).

„ბარსელონელი“ ილაია მორიბა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც 21-ე საუკუნეში დებიუტი საგოლე პასით აღნიშნა – 18 წლის და 25 დღის.

ტრინკაო ანდრე გომეშის (2017 წლის აპრილი) შემდეგ პირველი პორტუგალიელი, ვინც ლა ლიგაში დუბლი შეასრულა.

დემბელემ მე-100 მატჩი ითამაშა “ბარსელონაში”.

ბენზემამ 33 გოლი გაიტანა გასული სეზონის დაწყებიდან. მარტო მესის აქვს უფრო მეტი – 40 გოლი.

ბოლო ხუთი დაპირისპირებაა, რაც ქარიმ ბენზემას „ვალენსიას“ კარში გოლი აუცილებლად გააქვს.

“სევილიამ” ლა ლიგის 22 ტურის შემდეგ 45 ქულა მოაგროვა. ამაზე მეტი მარტო 2016/17 წლების სეზონში იყო.

ბოლო 708 წუთში „სევილიას“ გოლი არ გაუშვა.

მუნირ ელ ჰადადის (სევილია) ზუსტად იმდენი გოლი აქვს ლა ლიგაში გატანილი, რამდენიც მის თანაგუნდელ იუსეფ ენ-ნესირის – 35.

“ატლეტიკოს” 9 მოგება აქვს ლა ლიგის ბოლო 10 მატჩში.

ამ სეზონში მარკოს ლორენტემ ნახევარმცველთა შორის ყველაზე მეტ გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა – 14.

კოკემ „ატლეტიკოს“ მაისურით 483-ე მატჩი ითამაშა, ის დაეწია ტომას რენიონეს, წინ მხოლოდ ადელარდო როდრიგესია – 550 მატჩი.

ჯარიმების დღე ესპანეთში: მესიმ საიუბილეო გოლი გაიტანა, სიმეონე პირველი კაცი გახდა – ლა ლიგა ფაქტებში

მესიმ ესპანეთში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა – ლა ლიგა ფაქტებში

საოცრება: აზარმა გოლი გაიტანა, აბა სუარესის და ბენზემას გოლები რა გასაკვირია – ლა ლიგა ფაქტებში

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იტალიაში ლიდერი შეიცვალა – სერია A ფაქტებში (22-ე ტური)

სიტი 119 წლის წინანდელ დონეს დაუბრუნდა – პრემიერლიგა ფაქტებში (24-ე ტური)