in ,

საოცრება: აზარმა გოლი გაიტანა, აბა სუარესის და ბენზემას გოლები რა გასაკვირია – ლა ლიგა ფაქტებში

ესპანეთში ლიდერებმა თავიანთი მატჩები მოიგეს, მაგრამ დიეგო სიმეონეს გუნდი ამ ეტაპზე მაინც გამორჩეულია – „ატლეტიკო“ „რეალს“ 7 ქულით უსწრებს, „ბარსას“ – 10-ით და ერთი თამაში კიდევ თადარიგში აქვს.

 

„რეალმა“ პირველად მოიგო ბოლო 4 მატჩში. 4:1 „ალავესთან“ ყველაზე დიდი გამარჯვებაა ოქტომბრის შემდეგ.

„რეალმა“ 12 გოლი გაიტანა თავით ამ სეზონში. მარტო „ბაიერნს“ აქვს უფრო მეტი ტოპ 5 ლიგაში.

ბენზემამ გაიტანა 15+ გოლი „რეალში“ გატარებული 12 სეზონიდან 10-ში.

ედენ აზარმა გოლი გაიტანა და საგოლე პასი მისცა ლა ლიგაში პირველად 2019 წლის ოქტომბრის შემდეგ.

 

ენ ნესირი – 81 წლის განმავლობაში „სევილიას“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგის ზედიზედ ორ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

„სევილიამ“ ფორვარდი კარლოს ფერნანდესი „სოსიედადს“ მიყიდა 10+2 მლნ ევროდ.

 

დაიწყე და გაიტანე, წააგე და მიიღე ახალი კონტრაქტი – სერია ა ფაქტებში

 

„ატლეტიკომ“ ლა ლიგაში ბოლო 15 მატჩიდან 14 მოიგო.

ლუის სუარესს 12 გოლი აქვს „ატლეტიკოს“ რიგებში პირველ 15 მატჩში. ეს ლა ლიგაში საუკეთესო სტარტია ახალ კლუბში რონალდოს შემდეგ.

ფელიქსმა ლა ლიგაში პირველად გაიტანა ბოლო 2.5 თვეში. უგოლო სერია 9 მატჩი გრძელდებოდა.

„ბარსელონა“ ლა ლიგაში 9 მატჩია არ აგებს: 7 მოგება და 2 ფრე.

„ბარსელონა“ მესის გარეშე ზედიზედ 12 მატჩია არ აგებს.

პუჩმა „ბარსელონაში“ პირველი გოლი გაიტანა. ის შეცვლაზე შევიდა და 2 წუთში თავით შეაგდო.

ფრენკი დე იონგმა ლა ლიგის 1.5 სეზონში უფრო მეტი გოლი გაიტანა (5), ვიდრე ნიდერლანდების ჩემპიონატში 5 წლის განმავლობაში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბრაზილია დაწყევლილია: ავიაკატასტროფას კიდევ ერთი გუნდის ფეხბურთელები ემსხვერპლნენ

დაიწყე და გაიტანე, წააგე და მიიღე ახალი კონტრაქტი – სერია ა ფაქტებში