“ქუთათურ მზეს ვფიცავთ გავიტანთ გოლს” – დაიფიცეს, საოცარი ქამბექი დადეს და “ტორპედო” მომდევნო სეზონში, ისევ ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში ითამაშებს.
პლეი-აუტის პირველი მატჩი მარტვილის “მერანს” შინ 2:0 ჰქონდა მოგებული და დღევანდელ განმეორებით მატჩს ცოტნე მონიავას გაწვრთნილი გუნდი სოლიდური ჰანდიკაპით შეხვდა. ქუთაისელმა გულშემატკივარმა სტადიონზე ისეთი მაგარი ატმოსფერო შექმნა, რომ მოედანზე “ტორპედოს” მაისურით გასულ ფეხბურთელებს არ ჰქონდათ უფლება ყველაფერი არ გაეღოთ გამარჯვებისთვის.
გია ცეცაძის გუნდი თავიდანვე დიდ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა, მარტვილელები კი, მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ, არანაირი კონტრთამაში არ ჰქონიათ და ამისთვის დაისაჯნენ კიდეც. პირველ ნახევარში “ტორპედოდან” ფადი ზიდანს და ვაჟა ტაბატაძეს ჰქონდათ გატანის შანსი, მაგრამ პალესტინელის დარტყმა ხარიხას მოხვდა, ქართველის დარტყმული კი, გარედან მოხვდა გიორგი ბეგაშვილის კარს.
მეორე ნახევარში “ტორპედომ” მოუმატა და მარტვილელებმაც ვეღარ გაუძლეს. თორნიკე ახვლედიანი საჯარიმოში წაიქცა და მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა ძალიან საეჭვო პენალტი დანიშნა. 11-მეტრიანი ნიშნულიდნან მათე ცინცაძემ გაიტანა. ამის შემდეგ, “მერანმაც” გაიბრძოლა და მარტვილელებს რამდენიმე შანსიც ჰქონდათ, მაგრამ მათი გუნდის მალელი ბომბარდირი შეიკნე სილა ბოლო მომენტში ძალიან ბევრს სცოდავდა. ქუთაისელებმა ბოლოს გარისკეს და ალიკ მუდიმუმ თავისი გუნდი ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითებისგან იხსნა.
მატჩის ბოლო წამებზე შეიკნე სილას შეეძლო მატჩში ყველაფერი დაესრულებუნა, მაგრამ მალელმა ისევ ძალიან ცუდად იმოქმედდა და საბოლოოდ მატჩი დამატებით დროში გადავიდა.
დამატებით დროში კი, “ტორპედომ” მესამეჯერაც აიღო მარტვილელთა კარი. ქუთაისის გმირად თორნიკე ახვლედიანი იქცა.
საბოლოოდ, 3:0 და “”ტორპედომ” საოცარი ქამბექით ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
GIPHY App Key not set. Please check settings