სერბი ჩოგბურთელის, მსოფლიო პირველი ჩოგანის ნოვაკ ჯოკოვიჩის შესახებ დიდი ამბებია.
ავსტრალიის სასაზღვრო პოლიციამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა, რადგან იგი არავაქცინირებულია, რის გამოც სერბს რამდენიმე დღის სასტუმროში გატარება მოუწია.
დღეს ავსტრალიის სასამართლომ ჯოკოვიჩის საქმე განიხილა და მსოფლიოს პირველი ჩოგანი გაამართლა კიდეც. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ავსტრალიის მთავრობას არ ჰქონდა უფლება ჯოკოვიჩი ქვეყანაში არ შეეშვა.
ჯოკოვიჩმა სასამართლო მოიგო: ნოლე ავსტრალიის ღია პირველობაზე იქნება
თუმცა, როგორც ჩანს, ავსტრალიის მთავრობა დანებებას არ აპირებს და ნოვაკის წინააღმდეგ “გეგმა B” აამოქმედა.
მელბურნის სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ, ჯოკოვიჩი ისევ დააკავეს.
ავსტრალიის ღია პირველობის 9-გზის ჩემპიონს დეპორტაცია ემუქრება.
GIPHY App Key not set. Please check settings