in

ჯოკოვიჩმა სასამართლო მოიგო: ნოლე ავსტრალიის ღია პირველობაზე იქნება

2022 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი ავსტრალიის ღია პირველობა ნოვაკ ჯოკოვიჩის გარეშე არ ჩაივლის.

მოგეხსენებათ, ავსტრალიის მთავრობამ სერბ ჩოგბურთელს აუცრელობის გამო ქვეყანაში შესვლის საშუალება არ მისცა. ნოლემ და მისმა ადვოკატებმა სასამართლო დავა წამოიწყეს. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავსტრალიის მთავრობას არ ჰქონდა უფლება ჩოგბურთელისთვის ტურნირზე გამოსვლის უფლება არ მიეცა, როდესაც ამაზე პრობლემა ტურნირის ორგანიზატორებს არ აქვთ.

შესაბამისად, მსოფლიოს პირველი ჩოგანი კიდევ ერთი “დიდი სლემის” მოგებას შეეცდება. ავსტრალიის ღია პირველობა სტარტს 17 იანვარს აიღებს.

გეტყვით იმასაც, რომ ტურნირზე მონაწილეობას საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილიც მიიღებს, რომელიც ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთვება და უდიდესი ალბათობით მისი პირველი მეტოქე ბრიტანელი ენდი მარი იქნება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

Exclusive: მამუკა გორგოძე – როდესაც მოედანზე გავდიოდი, მქონდა განცდა თითქოს ჩემს ქვეყანას ვიცავდი

გიგა ჭიკაძე კელვინ კატარს: შაბათს საავადმყოფოში გაგიშვებ