in ,

თბილისის დინამო თურქულ შეკრებაზე ლუდოგორეცს დაუპირისპირდება

თბილისის “დინამო” ეროვნული ლიგის მომდევნო სეზონისთვის აქტიურ მზადებას იწყებს. თბილისური გუნდი სატრანსფერო ფანჯარაზეც ძალიან აქტიურობს და საკმაოდ ძლიერი სპარინგმატჩებიც დაგეგმა.

თბილისის “დინამოს” მეტოქეების შესახებ ჯერ ოფიციალურად არსად დაუწერია, მაგრამ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბი თურქულ შეკრებაზე უკრაინულ “ლვოვს” და ბულგარეთის მოქმედ ჩემპიონს, რაზგრადის “ლუდოგორეცს” დაუპირისპირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის “დინამო” იანვარში ორ შეკრებას – თურქეთსა და ესპანეთში გაივლის.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჯოკოვიჩი ისევ დააკავეს: ემიგრაციის მინისტრი ნოლეს ვიზის გაუქმებას გეგმავს

ნიკა ამაშუკელი ჩელენჯ თასის და ჩემპიონთა თასის მატჩებს განსჯის