ინგლისის ჩემპიონშიფის 39-ე ტურის “ჰალ სიტიმ” “ლუტონს” უმასპინძლა და საკუთარ მოედანზე მორიგი მარცხი განიცადა – 1:3.
“ლუტონი” უკვე შეხვედრის მე-9 წუთზე ადებაიოს გოლით დაწინაურდა. მეორე ტაიმში კორნიკმა 56-ე და 72-ე წუთებზე გაიტანა. “ვეფხვებისგან” ერთადერთი გოლის გაქვითვა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს ეავესმა შეძლო.
შოთა არველაძის “ჰალ სიტის” 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-20 ადგილზეა. ქართველ სპეციალისტს ინგლისური გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში 12 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მისი სტატისტიკა ასე გამოიყურება – 3 მოგება, 2 ფრე, 7 მარცხი.
“ჰალ სიტი” მომდევნო მატჩს 1 აპრილს, “ჰადერსფილდის” წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings