შოთა არველაძის “ჰალ სიტიმ” გასულ ტურში პრემიერლიგის გადასასვლელ პლეი-ოფში მოხვედრისთვის მებრძოლი “მიდლსბრო” გასვლაზე 1:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.
ქართველი სპეციალისტი ამ გამარჯვების შემდეგ იმედიანადაა განწყობილი და აქვს იმედი, რომ “კარდიფის” წინააღმდეგ მისი გუნდი გამარჯვებას მოიპოვებს და საკუთარ მოედანზე 6-მატჩიან წაგებათა სერიას დაასრულებს.
“კარდიფის ბოლო თამაშები ვნახე და ჩვენს მსგავსად ეს გუნდიც ჯერ ძიების პროცეშია. “ჰალივით” მათთაც ჰქონდათ აღმავლობის და ვარდნის პერიოდები. ჩვენ შეგვიძლია ამ გუნდის წინააღმდეგ წარმატების მიღწევა. ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ”, – თქვა შოთა არველაძემ.
“ჰალ სიტი” ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში 44 ქულით მე-20 ადგილზეა. “კარდიფს” კი, 49 ქულა აქვს და მეჩვიდმეტეა.
GIPHY App Key not set. Please check settings