in

რევაზ იმნაიშვილი: მთავარი მატჩი ბრაზილიასთან გვექნება – ბრძოლა ყველასთან შეიძლება

საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრები ზაფხულში ისტორიაში პირველად მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატზე 16 საუკეთესო გუნდს შორის მონაწილეობას. ქართველი წყალბურთელები მსოფლიო ჩემპიონატზე მას შემდეგ გავიდნენ, რაც წყალბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთი და ბელარუსი ყველა ტურნირიდან მოკვეთა.

ბუდაპეშტში გასამართ ტურნირზე ჩვენი ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, რომელშიც მეტოქეები: უნგრეთი, მონტენეგრო და ბრაზილია იქნებიან.

წილისყრის შესაფასებლად Sport4me.ge საქართველოს ნაკრების კაპიტანს რევაზ იმნაიშვილს დაუკავშირდა.

“ისტორიაში პირველად ვითამაშებთ ევროპის ჩემპიონატზე და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. სამომავლოდ დიდ გამოცდილებას მოგვცემს. ურთულესი ჯგუფია, მაგრამ არ მახსენდება ფაქტი, როდესაც ჩვენ ოდესმე გაგვმართლებოდეს. უნგრეთიც და მონტენეგროც გრანდები არიან, მაგრამ იტალია, ესპანეთთან მოხვედრას, ისევ აქ მოხვედრა ჯობდა. მით უმეტეს, მონტენეგროსთან ბოლოს მხოლოდ 2 ბურთის სხვაობით წავაგეთ. ბრაზილიის ნაკრებიც საკმაოდ კარგად ემზადება, მაგრამ პირველი და მთავარი მიზანი მათი დამარცხება იქნება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ბრაზილიის დამარცხებით, უდიდესი ალბათობით, 12 საუკეთესო გუნდში მოვხვდებით, რაც სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი შედეგი იქნება, მაგრამ ბრძოლა ყველასთან შეიძლება”, – გვითხრა რევაზ იმნაიშვილმა.

2022 წლის წყალბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ბუდაპეშტში 18 ივნისიდან 3 ივლისამდე გაიმართება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შოთა არველაძე: ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და შეგვიძლია წარმატების მიღწევა

ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენში ტიტულის შენარჩუნებას ეცდება