in , ,

ფიფამ მოთამაშეებს რუსულ კლუბებთან კონტრაქტის 2023 წლამდე შეჩერების უფლება მისცა: ქართული ექო ანუ რატომ ბრუნდებიან რუსეთში ჩვენები

რუსეთ-უკრაინის ომი, თემა, რომელსაც არათუ დაწვრილებით ახსნა, არამედ ზედმეტი საუბარიც არ სჭირდება, რადგან ცივილიზებულმა სამყარომ აზრი უკვე დააფიქსირა – არა ომს! ამის გამოისობით, რუსული სპორტიც გვარიანად დაისაჯა. აბსოლოტურად ყველა ღონისძიებიდან დისკვალიფიკაცია როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა ნაკრებებს. უეფასაგან მოკვეთა რუსულ კლუბებს და ა.შ.

ჰოდა, ატყდა ერთი ამბავი. გეხსომებათ, კვარაცხელიას თაობაზე რახდებოდა, ჩვენი მარგალიტი ოკუპანტი ქვეყნის მიწაზე უსაქმოდ რატომ უნდა დააბიჯებდესო. ნუ, სწორი მუშაობისა და აქცენტების ფონზე კვარაცხელია, დავითაშვილი, კვირკველია, გაგნიძე, ტაბიძე და კიდევ ბევრი სხვა რუსეთიდან წამოვიდნენ.


ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი: ფიფამ ფეხბურთელებს ნება დართო, რომ 2022 წლის ივნისამდე ყოველმიზეზგარეშე წამოსულიყვნენ რუსეთიდან და ამით ბევრმა ისარგებლა. მოვიდა ივნისი და რა ხდება? – ფიფამ გადაწყვეტილება კიდევ 365 დღით გაახანგრძლივა, შესაბამისად, მოთამაშეთა უმეტესობას შეუძლია 18 თვით ადრე დასცილდეს რუსეთს.

გუშინ, დავწერეთ,რომ ლუკა გაგნიძე მოსკოვის „დინამოში“ დაბრუნდა. მალევე, მისმა აგენტმა ირაკლი ლილუაშვილმა ერთ-ერთ ქართულ გამოცემას ინტერვიუ მისცა: „რუსულ კლუბებთან კონტრაქტის გაწყვეტის მოთხოვნა გავაგზავნეთ, მაგრამ უარი მივიღეთ. ჩვენი მოტივაციაა, რომ ფეხბურთელებმა დროულად მიიღონ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა, შესაბამისად, როგორც კონტრაქტითაა გათვალისწინებული, ისინი კლუბებში დაბრუნდნენ“.

ამ საუბრიდან მალევე, ფიფას ახალი გადაწყვეტილებაც გამომზეურდა, რომ მოთამაშეებს კიდევ 12 თვით შეუძლიათ კონტრაქტის გაწყვეტა. მალევე თავისი აზრი, ლევან კობაიშვილმა გამოთქვა: „იმედი მაქვს, ამ პროცესში ახლაც აქტიურად ჩაერთვებიან ქართული კლუბები და ახალგაზრდა, ნიჭიერ, ქართველ მოთამაშეებს ჩვენს ჩემპიონატში ვიხილავთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა რამდენიმე კვირაში ქართულ კლუბებს ევროტურნირების მატჩები ელით“. ფედერაციის პრეზიდენტის სიტყვები, უბრალოდ საქებარია. ერთი გასროლით ორი კურდღელზე გსმენიათ. ჰოდა, აქაც იგივე მიმართებაა. ჯერ ერთი, ვინმეს რატომ უნდა სურდეს ავსტრალიის დარად ჰემიატროფირებული რუსეთის ჩემპიონატში ქართველის ხილვა და თან, იდეალური შანსი ქართულ კლუბებს, რომ ძალიან მაღალი კლასის მოთამაშეებით შეავსონ არცთუ ძლიერი შემადგენლობა.


მოკლედ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოწოდება, გნებავთ ოფიციალური პირის, გნებავთ რიგითი გულშემატკივრის პერსპექტივიდან შეაფასეთ, შედეგი ერთია. ლევან კობიაშილი სრულ ჭეშმარიტებას ამბობს!
გეხსომებათ, რა გამოიწვია ხვიჩას ბათუმში გადმოსვლამ- 30 000 გულშემატკივარი დინამო არენაზე! როგორ იმატა ყურებადობამ, რადგან კვირკველია, დავითაშვილი, კვარაცხელია… ამ მოთამაშეების გამო ვინ არ დათმობს ზაფხულის გრძელი დღიდან სულ რაღაც 90 წუთს.

ჰოდა, ირაკლი ლილუაშვილისა და სხვა აგენტებისადმი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, რუსებმა უარი გვითხრეს აღარ გაჭრის, რადგან ფიფამ რუსებს მეორე ყბაშიც მოსდო და ახლა ყველაფერს მოთამაშეები და აგენტები გადაწყვეტენ. ან დაჩაჩანაკებულ და გავეულურებულ რუსულ ლიგაში კარგი ხელფასის გამო თამაში, ან კარიერის გადასარჩენად სწორი ნაბიჯის გადადგმა.

არჩევანი თქვენზეა, ისე კი 5 ივლისს ბათუმის „დინამო“ სლოვაკეთში „სლოვანს“ ჩემპიონთა ლიგაზე შეხვდება, ორ დღეში კი თბილისის „დინამო“, „საბურთალო“ და გორის „დილა“ ჩაერთვებიან…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხაშური და გლდანი დასაჯეს

თრთოდეთ ყატარში წამსვლელნო: სექსის საფასური 7 წელი ვირის აბანოში ყურყუტია