in ,

კვარაშოუ ზესტაფონში, შეუჩერებელი ჯოვინო, კვირკველიას დებიუტი და თრილერი ვაკეში – ეროვნული ლიგა

დღეს, Crystalbet ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრები გაიმართა ა ბევრი რამ მოხდა. გოლები, გაძევებები და ასე შემდეგ.

ტურის პირველი შეხვედრა თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გაიმართა, რომელშიც საფეხბურთო კლუბი “გაგრა” ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. წითელი ბარათის გამო ქუთაისელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ცეცაძე დისკვალიფიცრებული იყო, რის გამოც დღეს “ტორპედო” მოედანზე შოთა ბაბუნაშვილმა გაიყვანა. მატჩი “ტორპედოსთვის იდეალურად დაიწყო. მეშვიდე წუთზე აკაკი შულაიას პასით გიორგი კუხიანიძემ აიღო ბექა ქურდაძის კარი.

მეორე ნახევარში “გაგრას” შემადგენლობაში მოედანზე საქართველოს ნაკრების მცველი სოლომონ კვირკველია გამოჩნდა.

“ტორპედომ” ანგარიშის გაზრდა მატჩის 68-ე წუთზე მოახერხა. ცოტნე ნადარიას პასი შემდეგ, მეტოქის კარი თორნიკე ახვლედიანმა შეარხია.

შეხვედრის 83-ე წუთზე კი, საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. თორნიკე ახვლედიანი მეკარესთან პირისპირ დარჩა. ბექა ქურდაძემ კარი დატოვა და “ტორპედოს” შემტევი ჯარიმის ხარჯზე შეაჩერა. შეხვედრის მთავარმა არსენ ნონიკაშვილმა ეს უკანასკნელი იმედის ჯარიმად ჩათვალა და ქურდაძე მოედნიდან გააძევა. ვინაიდან “გაგრას” ამ მომენტისთვის ყველა ცვლილება გამოყენებული ჰქონდა, ქურდაძის მაგივრად კარში ჩადგომა ცენტრალურ მცველ ლუკა ნოზაძეს მოუწია.

საბოლოოდ, 2:0 და ქუთაისის “ტორპედომ” მიმდინარე სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვა.

საინტერესო მატჩი გაიმართა ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, სადაც ბათუმის “დინამომ” წყალტუბოს “სამგურალი” დამაჯერებ;ად 3:0 დაამარცხა. მატჩის ანგარიში მეორე წუთზე გაიხსნა. თორნიკე გაფრინდაშვილის ჩაწოდების შემდგე, ჯოვინო ფლამარიონმა ბურთი თავური დარტყმით გადაზგავნა ლევან შოვნაძის კარში. ჯოვინოსთვის ეს მიმდინარე სეზონში გატანილი მეხუთე გოლია და ის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

“სამგურალს” ანგარიშის გათანაბრება მალევე შეეძლო. მამუკა კობახიძის შეცდომით სერგო კუხიანიძე სარგებლობდა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ იგი მიხეილ ალავიძემ წააქცია. აჭარელთა კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა და ალავიძემ შეძლო კუხიანიძის დარტყმის მოგერიება. განმეორებისას გამოჩნდა, რომ ალავიძემ კარის ხაზი ნაადრევად დატოვა და პენალტი წესების დარღვევით მოიგერია, მაგრამ მსაჯებს ამ ეპიზოდზე ყურადღება არ გაუმახვილებიათ.

კუხიანიძეს მალე კიდევ ერთი შანსი მიეცა. ამჯერად, ოლექსანდრ აზაცკი შეცდა, მაგრამ ლუქმან გილმორის პასის შემდეგ, კუხიანიძემ ბურთი ვერ გააჩერა. “დინამოსაც ჰქონდა მომენტები. ხვიჩა კვარაცხელიას ერთი-ერთზე ლევან შოვნაძემ აჯობა. ხვიჩას პასის შემდეგ კი, ჯოვინოს აუცილებლად მართებდა გატანა, მაგრამ ცარიელი კარის წინ მდგომმა ფლამარიონმა ბურთი ფეხზე მოირტყა.

მეორე ტაიმში 63-ე წუთზე ცოტა ხნით ყველას სუნთქვა შეგვეკრა და თითოეული გულშემატკივარი გრიგოლ ჩაბრაძეზე ვლოცულობდით. დავით მაისაშვილთან ორთაბრძოლისას ჩაბრაძეს წყალტუბოელთა შემტევის ხელი ყელის არეში მოხვდა და სუნთქვა შეეკრა. ახალგაზრდა ქართველი მცველი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ვიდეო: მძიმე ტრავმა ეროვნულ ლიგაში: ჩაბრაძე მოედნიდან სასწრაფო დახმარების მანქანით გაიყვანეს

საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. გრიგოლ ჩაბრაძე უკვე სამედიცინო დაწესებულებიდანაც გაწერეს.

ამ უსიამოვნო მომენტისგან დაზაფრულები ხვიჩა კვარაცხელიამ გაგვახალისა. ზესტაფონის “დავით აბაშიძეზე” შეკრებილ გულშემატკივარს მას საოცარი “კვარაშოუ” შესთავაზა.

მატჩის მიწურულს “სამგურალის” კარი ელგუჯა ლობჯანიძემ და გუგა ფალავანდიშვილმაც აიღეს და მატჩის საბოლოო ანგარუშიც დააფიქსირეს.

ძალიან საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა, რომელშიც ლევან კორღალიძის “საბურთალო” უჩა სოსიაშვილის ბოლნისის “სიონს” დაუპირისპირდა.

მატჩი “სიონისთვის” კარგად დაიწყო. ბოლნისელები ხორხელების გოლებით იგებდნენ. მეშვიდე წუთზე ჯერ ლუკა ხორხელმა გაიტანა, შემდეგ მეთვრამეტე წუთზე ნიკა ხორხელმა თავისი გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

მეორე ნახევარი “საბურთალომ” აქტიურად დაიწყო და მალევე მოახერხა თამაშში დაბრუნება. 52-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ სხვაობა შეამცირა.70-ე წუთზე კი, მან ანგარიშის გათანაბრება შეძლო. მალევე, “სიონი” მოედანზე კაცნაკლული დარჩა. ალეკო აფციარუმა მოედნიდან ანდრო ნემსაძე გააძევა. მიუხედავად კაცნაკლულობისა, ბოლნისელებმა მაინც გაიტანეს. თავი რაფაელ ჩუკვურამ გამოიჩინა. კორღალიძის შეგირდებმა მატჩის გადარჩენა მაინც მოახერხეს. 89-ე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში 3:3 იური ტაბატაძემ დააფიქსირა.

დღევანდელი დღის ბოლო შეხვედრა გაიმართა თელავის “კავკასიონი არენაზე” და თბილისის “დინამომ” მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. თბილისელები მეოთხე წუთზე ანზორ მექვაბიშვილის გოლით დაწინაურდნენ. კახელებმა კი, ანგარიშის გათანაბრება მე-14 წუთზე სტრაჰინია პავიშიჩის გოლით შეძლეს. საბოლოოდ, ფრე 1:1.

ტურის ბოლო მატჩი, რომელშიც ერთმანეთს თბილისის “ლოკომოტივი” და გორის “დილა” დაუპირისპირდებიან ხვალ მიხელ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე გაიმართება.

Crystalbet ეროვნული ლიგა.VII ტური

თელავი-დინამო თბილისი 1:1

საბურთალო-სიონი 3:3

სამგურალი-დინამო ბათუმი 0:3

გაგრა-ტორპედო 0:2

11 აპრილი

“ლოკომოტივი”-“დილა გორი”

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: მძიმე ტრავმა ეროვნულ ლიგაში: ჩაბრაძე მოედნიდან სასწრაფო დახმარების მანქანით გაიყვანეს

ვიდეო: სანდრო მამუკელაშვილმა ფაჩულიას რეკორდი მოხსნა – 28 ქულა NBA-ს მატჩში