in ,

ეროვნული ლიგის გუნდების ფასები: ბათუმის დინამო თბილისელ სეხნიას 20 მილიონით აღემატება

ბოლო პერიოდში Crystalbet ეროვნულ ლიგაში განხორციელებული ტრანსფერების შემდეგ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ფასი რეკორდულად გაიზარდა. Crystalbet ეროვნული ლიგა ამ დროისთვის 59.68 მილიონი ევრო ღირს. ამხელა ფასი პირველ რიგში ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორით არის განპირობებული, რომელიც 16 მილიონ ევროს შეადგენს.

კვარაცხელია უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ერთად აღებული ეროვნული ლიგის 5 გუნდი.

ხვიჩას გარდა, ეროვნული ლიგის ფასზე გავლენა ზურიკო დავითაშვილისა და საბა კვირკველიას ტრანსფერმაც იქონია.

ყველაზე ძვირი ბათუმის “დინამო ღირს – 26.73 მილიონი ღირს, რომელიც მეორეადგილოსან თბილისის “დინამოს” 20 მილინზე მეტით აღემატება. საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბი 6.03 მილიონად არის შეფასებული. მესამზეა გორის “დილა” 4.73 მილიონ ეროდ შეფასებული.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

La Gazzeta Dello Sport: ნაპოლის ლოსანოც ტოვებს – ხვიჩა კიდევ უფრო რეალური ხდება

ბითაძისთვის სეზონი დასრულდა: სეზონში საშუალოდ 7 ქულა ჰქონდა