in ,

ხაშური და გლდანი დასაჯეს

ამა წლის 15 ივნისს, სასქართველოს მე-4 ლიგაში ხაშურის „ივერიისა“ და „გლდანის“ მატჩი გაიმართა. მშვენიერი სანახაობა გამოდგა, პირთამდე შევსებული არენა, დაძაბული თამაში, მაგრამ უეცრად ყველაფერი ოქტაგონის სცენარში გადაიზარდა და დიდი ჩხუბი დაიწყო.

დიდი ჩხუბი ხაშურში: ფეხბურთელმა მაყურებელს ბოთლი ესროლა

მოკლედ, ეს ამბავი, ალბათ, ყველამ იცით და თავს აღარ შეგაწყენთ. 18 ივნისს, სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელა და შემდეგი დასკვნა გამოიტანა:

კომიტეტის გადაწყვეტილებით, საფეხბურთო კლუბ ხაშურის „ივერიას“ ჩაეთვალა წაგება ანგარიშით 0:3. ასევე, დაეკისრა 4 საშინაო მატჩის მაყურებლის გარეშე გამართვა და ფულადი ჯარიმა. საფეხბურთო კლუბ „გლდანს“ ჩაეთვალა წაგება ანგარიშით 0:3 და დაეკისრა ფულადი ჯარიმა.

ხაშურის „ივერიის“ ფეხბურთელებს, გიორგი ნოზაძეს, ნიკა ივანიშვილსა და ლაშა ხაჩიძეს, დაეკისრათ ფულადი ჯარიმა და 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია.

„გლდანის“ ფეხბურთელ გიორგი იოსელიანს დაეკისრა ფულადი ჯარიმა და შვიდმატჩიანი დისკვალიფიკაცია. „გლდანის“ ფეხბურთელ გაგა სამადაშვილს დაეკისრა ფულადი ჯარიმა და 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროთასების წინ ბათუმის დინამომ და საბურთალომ განწყობა გამოიკეთეს: ხვიჩა მორჩა

ფიფამ მოთამაშეებს რუსულ კლუბებთან კონტრაქტის 2023 წლამდე შეჩერების უფლება მისცა: ქართული ექო ანუ რატომ ბრუნდებიან რუსეთში ჩვენები