in

თრთოდეთ ყატარში წამსვლელნო: სექსის საფასური 7 წელი ვირის აბანოში ყურყუტია

მოვიდა 2022 წელი და საფეხბურთო პალიტრა ყატარზე გადაეწყო. ახლოვდება ნოემბერი, როცა მუნდიალი დაისტარტება, მაგრამ იქამდე უამრავი შეკითხვა სუფევს.

დავიწყოთ იმით, რომ მუდნიალის მასპინძელი სტადიონების მშენებლობისას არაერთი მუშა დაიღუპა. გავრცელდა არაადამიანური მოპყრობის კადრებიც და ძია შეიხებს მაგრად შეუტიეს. ბოდიში ბატონო, არ ვიცოდით რამეს თუ ვაშავებდით და აღარ ვიზამთო. ნუ, წყრომა ნაწილობრივ განელდა, მაგრამ ცნობილი ადამიანები სასტიკად გმობენ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატს. “სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს მომავალი მსოფლიო ჩემპიონატი. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო საფეხბურთო კუთხით მზარდ ქვეყნებში მუნდიალის ჩატარების შესახებ. მაგალითად სამხრეთ აფრიკა ან ამერიკა. თუმცა, ყატარი?- ეს არათუ არასაფეხბურთო ქვეყანა, არამედ ფულის საჭრელი დაზგაა. როგორ ექცევიან ხალხს სტადიონის მშენებლობისას, ეს უბრალოდ განსაცვიფრებელია“.


„გარდიანის“ გამოქვეყნებულ სკანდალურ მასალებს კიდევ არაერთი მწვავე შეფასება მოჰყვა, მაგრამ არაფერი იცვლება. ყატარი, კვლავაც მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია და ეს უკვე წარსულია, მაგრამ გუშინ „ბლიჩერ რეფორთმა“ მორიგი საგანგაშო ინფორმაცია გამოამზეურა.

მსგავსი ტიპის ღონისძიებებს, როგორიცაა: მუნდიალი, ოლიმპიადა და ა.შ. თან ერთვის უამრავი ტურისტი ათლეტი. მაგალითისთვის, ოლიმპიურ სოფელში ყველაზე დიდი რაოდენობით პრეზერვატივები რიგდება, რადგან არაერთ ათლეტს უთქვამს, რომ შეჯიბრების წინ სექსუალური კავშირი, უბრალოდ აუცილებელია. თან ეს ყველაფერი ისე ხდება, რომ მეორე დღეს არც ახსოვთ ვინ ვისთან იყო… თუმცა, ახლა სპორტსმენებზე არ ვსაუბრობთ.

მოკლედ, ყატარში სექსუალური კავშირი ქორწინების გარეშე არალეგალურია. შესაბამისად, წყვილი, რომელსაც გამოიჭერენ და თან ნოტარიულად დამოწმებული ქორწინების მოწმობა არ ექნება, ვირის აბანოში 7 წელს გაატარებს. არ ვიცით, ეს მოარული ხმებია თუ სიმართლე. ისე კი, „ბლიჩერი“ ძალიან სანდო გამოცემაა და ყატარის კონსტიტუაციაც ამას ღაღადებს.

მეორე ამბავია, ამ ყველაფერს როგორ შეამოწმებენ, მაგრამ მკითხველს უნდა ახსოვდეს, რომ ვსაუბრობთ ყატარზე. იმისათვის, რომ მუნდიალის მასპინძლები ყოფილიყვნენ, საჯარო პირობა დადეს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება კონდიცირება, რომელიც 20-25 გრადუსიან ამპლიტუდაში მოექცევა. ასე, რომ ამ ხალხს ყველაფერი შეუძლია, მითუმეტეს, როცა კონსტიტუციას იცავენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფიფამ მოთამაშეებს რუსულ კლუბებთან კონტრაქტის 2023 წლამდე შეჩერების უფლება მისცა: ქართული ექო ანუ რატომ ბრუნდებიან რუსეთში ჩვენები

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ხორვატიაში ემზადება