in

არ იფლირტავოთ, ქალებს არ უყუროთ, გამომწვევად არ ჩაიცვათ, ფეხი ფეხზე არ გადაიდოთ… ყატარმა ქცევის წესები გამოაქვეყნა

ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტმა ქვეყანაში მოქცევის წესები გამოაქვეყნა.

16-გვერდიან დოკუმენტში ჩამოთვლილია ყველა ინსტრუქცია და რეკომენდაცია აკრედიტირებული პირებისთვის. დოკუმენტი ყველა გულშემატკივრისთვისაც გამოქვეყნდება.

პირველი ნაწილი ეხება ადგილობრივებთან ურთიერთობას. აღნიშნულია, რომ სახლში შესვლისას პირველ რიგში უნდა მიესალმოთ ყველაზე ასაკოვან წევრს და მას, ვისაც „უფრო მაღალი სტატუსი“ აქვს.

ნათქვამია, რომ ყატარელ ქალებს არ უნდა ჩაეხუტოთ და არ შეეხოთ, მათ ზეპირად უნდა მიესალმოთ და „გარკვეული დისტანცია დაიცვათ“. არ არის რეკომენდირებული ხელის ჩამორთმევა, განსაკუთრებით ქალებისთვის – ეს არ არის მიღებული.

მეორე ნაწილი ეხება საჯარო ქცევას. არ არის რეკომენდირებული დაჟინებით ცქერა ყატარელებზე. თუ იქაური რაიმე ნივთს გაწვდის, მარჯვენა ხელით უნდა გამოართვათ. არ შეიძლება ფეხი ფეხზე გადადებული ჯდომა, ეს შეურაცხყოფაა.

პარტნიორთან „საჯარო მიზიდულობის გამოვლენა“ დაშვებულია მანამ, სანამ ის ზომიერების ფარგლებს არ სცდება. ფლირტი უადგილოდ მიიჩნევა.

მესამე ნაწილი რელიგიურ საკითხებს ეხება. სტუმრებს თხოვენ მუსიკა ხმამაღლა არ ჩართონ ლოცვისადმი მოწოდებისას, რაც დღეში 5-ჯერ ხდება. კანონი არ ავალდებულებს ქალებს ჩადრის ტარებას გარდა მეჩეთისა, მაგრამ კარგ ტონად მიიჩნევა მისი ტარება, რათა ადგილობრივი კულტურის მიმართ პატივისცემა გამოხატონ და არასასურველი ყურადღება აიცილონ თავიდან.

მეოთხე ნაწილი სამოსს მიეძღვნა. ჩასულებს თხოვენ მოკრძალებულად ჩაიცვან და დაიფარონ მხარი და მუხლი.

ქალებმა უნდა ატარონ გრძელი შარვალი ან ქვედაბოლო, ზედამ კი მკერდი უნდა დაუფაროს. გოგონებისთვის კატეგორიულად აკრძალულია სპორტული მაისურები მოკლე სახელურებით, მოკლე კაბები და ტოპები. ამასთან, ტანისამოსი არ უნდა ირეკლავდეს შუქს.

მამაკაცებს შეუძლიათ შორტების ჩაცმა, ოღონდ მუხლს უნდა ფარავდეს. არ არის რეკომენდირებული ვიწრო შარვლების/ჯინსების ტარება.

სამკაული გარდა საათისა და საქორწინო ბეჭდისა, მიუღებლად მიიჩნევა. თუ რაიმე ნივთი რელიგიას ეხება და ისლამისგან განსხვავებულია, თხოვნაა ტანისამოს ქვეშ დამალონ.

ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.

What do you think?

Written by admin

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ამდენს სად დადიოდა: მესის თვითმფრინავმა ზაფხულში 52 რეისი შეასრულა და 1502 ტონა გაზი გამოაფრქვია:

ვიდეო: კვარას მეხუთე გოლი იტალიაში – ხვიჩამ ტორინოს გაუტანა