in

სან ანტონიომ სანდროს კონტრაქტი გაუფორმა

საქართველოს ნაკრების ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი მომავალ სეზონში „სან ანტონიო სპურსში“ რომ ითამაშებდა, საკმაო ხანია ცნობილია. თუმცა კლუბმა ჩვენიანთან კონტრაქტი ოფიციალურად ახლა გააფორმა.

სამწუხაროდ, კონტრაქტის დეტალები ცნობილი არ არის.

შეგახსენებთ, მამუკელაშვილი 2021 წლის დრაფტზე „ინდიანამ“ აიყვანა და მაშნვე „მილუოკის“ დაუთმო. სანდრო „ბაქსიდან“ „სპურსში“ მარტში გადავიდა, სათამაშო დრო საკმაოდ მიეცა და თავიც მშვენივრად წარმოაჩინა – 19 მატჩში საშუალოდ 10.8 ქულას, 6.8 მოხსნასა და 2.4 პასს აგროვებდა, თამაშით კი საშუალოდ 23.3 წუთს აძლევდნენ.

ამჟამად სანდრო საქართველოს ნაკრებთან ერთადაა და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლიონის საზონოვისადმი ინტერესი დასტურდება, თუმცა ფრანგულ გუნდს რაღაც პრობლემები აქვს

პირველად ისტორიაში და მსოფლიოზე: ფეხბურთელმა ჰიჯაბით ითამაშა – ფოტო