in

პირველად ისტორიაში და მსოფლიოზე: ფეხბურთელმა ჰიჯაბით ითამაშა – ფოტო

მაროკოს ნაკრების ფეხბურთელმა პირველმა ითამაშა ჰიჯაბით მსოფლიო ჩემპიონატზე.

25 წლის ნუჰაილა ბენზინა ჰიჯაბით სამხრეთ კორეასთან მატჩში გამოვიდა, რომელიც მისმა გუნდმა 1:0 მოიგო.

ადრე ფიფა კრძალავდა მატჩების დროს თავსაბურავის ტარებას რელიგიური მიზნებით და ამ შეზღუდვას თავის ან კისრის ტრავმის რისკად ხსნიდა, თუმცა 2014 წელს ეს აკრძალვა მოიხსნა.

ფიფას გადაწყვეტილების მიუხედავად, აკრძალვა მოქმედებს საფრანგეთში, სადაც ამჟამად 6 მაროკოელი ქალი ფეხბურთელი თამაშობს.

ფიფას წესებით ქალებსაც და მამაკაცებსაც შეუძლიათ თავსაბურავი გამოიყენონ თამაშის დროს, უბრალოდ მისი ფერი სათამაშო მაისურის ფერს უნდა ემთხვეოდეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სან ანტონიომ სანდროს კონტრაქტი გაუფორმა

საქართველო კაუნასში ჩავიდა: ხვალ ლიეტუვასთან თამაშია