in

ლიონის საზონოვისადმი ინტერესი დასტურდება, თუმცა ფრანგულ გუნდს რაღაც პრობლემები აქვს

საბა საზონოვმა ახალგაზრდული ევრო 2023 შესანიშნავად ჩაატარა, ტურნირის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა და ახალი კლუბების ინტერესთა სფეროშიც. თავიდან იტალიური კლუბებზე იწერებოდა, ბოლოს კი ფრანგული „ლიონი“ გამოჩნდა. როგორც ირკვევა, ეს ვარიანტი სულაც არ ყოფილა საუბრის დონეზე.

საზონოვის ფრანგულ გუნდში შესაძლო გადასვლის ინფორმაციას ფეხბურთელის კლუბი, მოსკოვის „დინამოც“ ადასტურებს.

ამ ეტაპზე საბა მოსკოვურ გუნდში ვარჯიშობს, რუსული კლუბი კი მისაღებ წინადადებას ელოდება და მზადაა ქართველი მცველი გაასხვისოს.

„ლიონს“ კი გარკვეული პრობლემები აქვს, ფინანსური შეზღუდვები დაუწესეს და ჯერ ვერ ყიდულობს ახალ ფეხბურთელებს, თუმცა საზონოვის მიმართ ინტერესი დასტურდება.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ დაიწერა, რომ „ლიონი“ საზონოვში 3-4 მილიონ ევროს გადაიხდის, „დინამოსაც“ შეუთანხმდა, თუმცა ფეხბურთელს ერთი წლით იჯარით ბელგიურ „მოლენბეკში“ გაუშვებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდა ვალენსიას კაპიტანი იყო, თუმცა თავიდან არ ათამაშეს: ქართველის შემცვლელი ნაპოვნიაო

სან ანტონიომ სანდროს კონტრაქტი გაუფორმა