in

საზონოვი ლიონს უნდა: პროგრესი მოლაპარაკებებში და 5-წლიანი კონტრაქტი

საბა საზონოვის კარგმა თამაშმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გამოიწვია ის, რომ მისით კარგი გუნდები დაინტერესდნენ, უფრო იტალიურ კლუბებზე ითქვა, ახლა კი ძლიერი ფრანგული ვარიანტი გამოჩნდა.
ავტორიტეტული „ეკიპი“ წერს, რომ საქართველოს ნაკრების მცველით თვით „ლიონი“ დაინტერესდა.

პირდაპირ არის ნათქვამი, რომ მოლაპარაკებებში პროგრესია და ეს ტრანსფერი ფრანგული კლუბისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

21 წლის საზონოვს მოსკოვის „დინამოსთან“ მხოლოდ ერთი წელი დარჩა სათამაშო, ამიტომ რუსული კლუბისთვისაც ხელსაყრელია ფეხბურთელის ახლა გასხვისება, რათა მერე უფასოდ არ დაკარგოს. „დინამოს“ ფასი 3-4 მილიონ ევროში მერყეობს.

საუბარია 5-წლიან კონტრაქტზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა ვიშოვეთ პირველ ეტაპზე: ნახევარი მილიონი გარანტირებულია – ქართული კლუბების ევროშემოსავლები

გაბრიელ სიგუა ბაზელში მიდის