in

მამარდა ვალენსიას კაპიტანი იყო, თუმცა თავიდან არ ათამაშეს: ქართველის შემცვლელი ნაპოვნიაო

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ მოსამზადებელ ეტაპზე „ალავესთან“ ითამაშა. ქართველი მეკარე ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა და ის მეორე ტაიმში შევიდა.
მის ნაცვლად კარში კრისტიან რივერო იდგა.

საინტერესოა, რომ მამარდა მეორე ნახევარში კაპიტნის სამკლაურით გავიდა მოედანზე. მას საქმეც ჰქონდა და ერთი-ორ ეპიზოდში გუნდი გადაარჩინა კიდეც.

„ვალენსიამ“ კი ლა ლიგაში გადასული „ალავესი“ 2:0 დაამარცხა.

მოგეხსენებათ, არ არის გამორიცხული, მამარდაშვილმა გუნდი დატოვოს, ვალენსიელებს კი შესაბამისად მისი შემცვლელი დასჭირდებათ და თადარიგი უკვე დაუჭერიათ.
„ვალენსია“ გამოცდილ მეკარეს ეძებს და სწორედ „ალავესის“ კარის დარაჯი ფერნანდო პაჩეკო ჰყავს შეგულებული.

მამარდაშვილს თითქოს უამრავი მსურველი ჰყავდა, თანაც დიდი კლუბები (პრემიერლიგელები, „ინტერი“, „ბაიერნი“…), თუმცა საქმე ბოლომდე არ მისულა და კლუბს ჯერჯერობით მტკიცე წინადადება არ მიუღია, თავად კი მოცდა არ სურს და კარგი მეკარის დამატებას აპირებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკომ გაატანინა, მიქაუტაძე აღარ ათამაშეს

ლიონის საზონოვისადმი ინტერესი დასტურდება, თუმცა ფრანგულ გუნდს რაღაც პრობლემები აქვს