in

ჭკვიანია და მისით აღფრთოვანებული ვარ: მამუკელაშვილი პოპოვიჩმა შეაქო – ვიდეო

ახალ გუნდში მისულმა სანდრო მამუკელაშვილმა „სან ანტონიო სპურსის“ შემადგენლობაში საუკეთესო მატჩი ითამაშა. ქართველის გუნდმა დასავლეთ კონფერენციის ლიდერი, „დენვერ ნაგეტსი“ 128:120 დაამარცხა. მამუკელაშვილმა კი 12 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.

მამუს საუკეთესო მატჩი: ქართველმა სან ანტონიოს მოაგებინა

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე „სპურსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა სპეციალისტმა გრეგ პოპოვიჩმა სანდრო შეაქო.

„ნიჭიერია და მისი თამაში მოგვწონს. ათლეტურია და იცის, როგორ უნდა ითამაშოს. მას ევროპული სტილი აქვს. მამუკელაშვილი ჭკვიანია და მისი თამაშით აღფრთოვანებული ვარ. მან თავის სამუშაოს კარგად გაართვა თავი“.

მომდევნო შეხვედრას „სან ანტონიო“ 13 მარტს „ოკლაჰომას“ წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ერთი-ორი გოლი და არაფერი განსაკუთრებული – ლეგიონერები

თავსაც მოვიკლავდი: ასეთ ამბებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს – ქართველი ამერიკაში ამარცხებს რუსს