in

თავსაც მოვიკლავდი: ასეთ ამბებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს – ქართველი ამერიკაში ამარცხებს რუსს

UFC-ის ქართველმა ვარსკვლავმა მერაბ დვალიშვილმა (16-4) რუსი პიოტრ იანი (16-5) საღამოს მთავარ ბრძოლაში დამაჯერებლად დაამარცხა და ძალიან პრინციპულ დაპირისპირებაში დაუვიწყარი გამარჯვება მოიპოვა.

დიდება საქართველოს, დიდება თავისუფლებას, შეწყვიტეთ ომი: მერაბ დვალიშვილმა რუსი გალახა და ჩემპიონის ქამარს მიუახლოვდა

ბრძოლის დასრულების შემდეგ დვალიშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

„ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს და ჩემს გუნდს წარმოვადგენდი, რაც დამატებით წნეხს ქმნიდა. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ. არ მანტერესებდა სხვა არცერთი ბრძოლა, ვისთანაც არ უნდა დავმარცხებულიყავი, მაგრამ იანთან რომ წამეგო, ალბათ თავს მოვიკლავდი.

ქართველები მხოლოდ 5 მილიონი, მაგრამ ძლიერები ვართ! დიდი მადლობა ყველას, ვინც ლას-ვეგასში ჩემს საქომაგოდ ჩამოხვედით, ასევე ეკრანებთან ისხედით და მგულშემატკივრობდით. უბედნიერესი ვარ, რადგან მე საქართველოს წარმოვადგენ!

მიყვარს თავმდაბალი, კარგი ადამიანები, ვერ ვიტყვი, რომ იანი კარგი ადამიანია. თუმცა, ახლა სხვების პატივისცემას ისწავლის. ის ყველას ზემოდან უყურებდა.

პიოტრი ნულს მეძახდა, ახლა ვინ არის ნული?!

გამარჯვება მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ მინდა. მსურს, რომ სხვას მაგალითი მივცე. მე აქ არაფრით მოვედი და ახლა ტოპში ვარ. თუ ეს მე შევძელი, შეძლებს სხვაც.

ვიცი, ახლა რაც ხდება ჩემს სამშობლოში, ვიცი როგორ უხარიათ. საქართველოს მსგავს პატარა ქვეყნებში ასეთ ამბებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ქართველი მებრძოლი შეერთებულ შტატებში, ლას ვეგასში ამარცხებს რუსს, ყოფილ ჩემპიონს. ვიცი, რომ უკრაინიდანაც ბევრი მგულშემატკივრობდა.

ეს სპორტია, მაგრამ თუ სხვაგვარად არ შეგვიძლია რუსეთის შეჩერება სპორტულ არენაზე მაინც უნდა შევაჩეროთ. მინდა, ვუთხრა უკრაინელ ხალხს: გაძლიერდით, მიიღეთ ჩემი დიდი პატივისცემა და იმედი მაქვს, რომ ეს ომი ძალიან მალე დასრულდება და მშვიდობა დაისადგურებს. ადრეც ვთქვი – მე ომის წინააღმდეგი ვარ. როცა რუსეთი საქართველოს თავს დაესხა 17 წლის ვიყავი და ყველაფერი მახსოვს. 21-ე საუკუნეა და ომი არსად არ უნდა იყოს!

დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს! დიდება თავისუფლებას! შეაჩერეთ ომი! საქართველო მიყვარხარ!“

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჭკვიანია და მისით აღფრთოვანებული ვარ: მამუკელაშვილი პოპოვიჩმა შეაქო – ვიდეო

ყველაზე ნათელი ვარსკვლავი ცისფერ ცაში: ხვიჩას ვერავინ იჯერებს – ესპანეთში მესი აგონდებათ