in

ერთი-ორი გოლი და არაფერი განსაკუთრებული – ლეგიონერები

უქმეებზე ყველგან ფეხბურთია და გადავხედოთ როგორ ითამაშეს ქართველმა ლეგიონერებმა შაბათის სათამაშო დღეს.

ავსტრალიაში მე-20 ტურის მატჩები გაიმართა, სამიდან ორმა ქართველმა ითამაშა.
„სენტრალ კოსტ მარინერსმა“ შინ ბაჩანა არაბულის „მაკარტურს“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. 28 წლის ქართველი თავდამსხმელი განაცხადში არ ყოფილა.
ასევე წარუმატებელი გამოდგა ტური ბექა დარცმელიასა და ბექა მიქელთაძის „ნიუკასლ ჯეტსისთვის“, რომელიც შინ „ადელაიდასთან“ 2:4 დამარცხდა. მიქელთაძემ შეუცვლელად ითამაშა, დარცმელია კი მეორე ტაიმში შევიდა.

საბა ლობჟანიძე არ იყო თურქეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის შეხვედრაში „კარაგუმრუკის“ განაცხადში, რომელიც „გირესუნსპორს“ ესტუმრა და შეხვედრა 2:2 დაასრულა.

ბექა ვაჩიბერაძისთვის წარმატებული გამოდგა უკრაინის პირველობის მე-17 ტურის შეხვედრა, რომელშიც პირველი გოლი გაიტანა.
ხარკოვის „მეტალისტის“ ქართველმა ნახევარმცველმა თავის ყოფილ კლუბს ოდესის „ჩერნომორეცის” გაუტანა (1:1), როდესაც მე-19 წუთზე ძალიან ეფექტური გოლით ანგარიში გაათანაბრა. ბექა 88-ე წუთზე შეცვალეს.

გოლი გაიტანა ვახტანგ ჭანტურიშვილმაც და „ზლინს” „ჰრადეც კრალოვეცთან“ საშინაო მატჩში ქულის მოპოვებაში დაეხმარა -2:2.
ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში მე-5 წუთზე გახსნა და შეუცვლელად ითამაშა. 29 წლის ჭანტურიშვილის ანგარიშზე სეზონში 3 გოლი და 6 საგოლე პასია.

აზერბაიჯანში, „ყარაბაღის“ შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ლუკა გუგეშაშვილმა. ქართველი მეკარის გუნდმა „საბაილი“ იოლად დაამარცხა – 3:0.

კვიპროსში, გასავარდნთა ჯგუფში „ანორთოსისმა“ პირველი მატჩი „დოქსასთან“ გამართა და 3:1 მოუგო. მასპინძელთა კარში იდგა გიორგი ლორია, ავთო ებრალიძე მკურნალობს და განაცხადში არ ყოფილა.

საჩემპიონო ექვსეულის ჯგუფში ითამაშა ქართველების „აპოელმა“, რომელიც ნიქოზიის „ომონიას“ ესტუმრა – 1:1.
„აპოელის“ ძირითადში მხოლოდ გუნდის კაპიტანი გიორგი ქვილითაია იყო და 79 წუთი ითამაშა, ბოლო წუთებზე გამოჩნდნენ ლაშა დვალი (85) და ბუბა დაუშვილი (90+5).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენ ვნახეთ კვარაცხელიას შოუ: ხვიჩამ გოლი მარადონას სტილში გაიტანა

ჭკვიანია და მისით აღფრთოვანებული ვარ: მამუკელაშვილი პოპოვიჩმა შეაქო – ვიდეო