in

სლოვანმა ფინალივით თამაში მოიგო და თითქმის ჩემპიონია

Na snímke hráèi Slovana sa tešia z výhry po zápase 8. kola nadstavbovej èasti Fortuna ligy v skupine o titul FC DAC 1904 Dunajská Streda - ŠK Slovan Bratislava v Dunajskej Strede 7. mája 2023. FOTO TASR - Jaroslav Novák *** Local Caption *** rados výhra

ქართველების „სლოვანმა“ სლოვაკეთის ჩემპიონატში, სტუმრად კონკურენტ „დუნაისკა სტრედასთან“ უმნიშვნელოვანესი მატჩი – 3:2.
ლიდერების მატჩამდე „სლოვანი“ კონკურენტს 2 ქულით ასწრებდა და ამ მატჩში ფრეც აძლევდა ხელს.

სამივე ქართველი ძირითად შეამდგენლობაში იყო.
გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, გიორგი ჩაკვეტაძემ საგოლე პასი გააკეთა, 89-ე წუთზე ის შეცვალეს.

74-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის კუთხურის შემდეგ გრინმა ახლოდან ზუსტად დაარტყა და „სლოვანი“ დააწინაურა 2:1.

90+2-ე წუთზე ბრატისლაველებმა პენალტი მოიპოვეს, ვაისი-უცროსმა გაიტანა და მოედანზე ვითარებაც დაიძაბა – თამაში შეჩერდა კიდეც.

30 ტურის შემდეგ „სლოვანს“ 66 ქულა აქვს, „დუნაისკა სტრედას“ უკვე 5 ქულით ასწრებს (61) და ორი ტურით ადრე ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა.
მომდევნო მატჩს „სლოვანი“ 13 მაისს სტუმრად„დუკლასთან“ ჩაატარებს.

დუნაისკა სტრედა – სლოვანი 2:3
გოლები: 1:0 კრსტოვიჩი (5), 1:1 ლოვატი (42), 1:2 გრინი (74), 2:2 რამადანი (81), 2:3 ვაისი (90+5, პენ)
გაძევება: ვაისი (90+9)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლიმ ჩემპიონობა იზეიმა, ხვიჩას გამოცხადებაზე ხალხი გადაირია

კლუბმა მადლობა უნდა გადაუხადოს – მეცის გულშემატკივრები მიქაუტაძეზე