საქართველოს ნაკრებს გულშემატკივარი უბრუნდება.
საკოორდინაციო შტაბის გადაწყვეტილებით საქართველოს ნაკრები ოქტომბრის სანაკრებო მატჩებს გულშემატკვირის თანდასწრებით ჩაატარებს.
9 ოქტომბერს ბათუმში სტადიონის 33% შეეძლება დასწრება, ამისთვის გულშემატკივრებს 3 სხვადასხვა ვარიანტი აქვთ: საბჭოს გადაწყვეტილებით სტადიონზე დაიშვებიან ვაქცინირებული, 72 საათში PCR ან 24 საათში ანტიგენის უარყოფითი ტესტის პასუხის მქონე ადამიანები.
გარდა ამისა, მატჩზე დასწრება შეეძლებათ იმ ადამიანებსაც, ვისაც კოვიდ 19 ბოლო 6 თვეში აქვთ გადატანილი.
შეგახსენებთ, ბათუმის”აჭარაბეთ არენაზე” 9 ოქტომბერს საქართველო საბერძნეთს უმასპინძლებს.
ბილეთების შეძენა, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო, ვერ მოხერხდება სალაროების მეშვეობით. საქართველო VS საბერძნეთის მატჩის, ბილეთების გაყიდვა, 6 ოქტომბერს დღის 12:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი, ონლაინ რეჟიმში TKT.GE-ზე გაიყიდება. ბილეთის ფასი 5, 15 და 25 ლარია
ვიდეო: ნაკრებმა მზადება დაიწყო, არასრულად
GIPHY App Key not set. Please check settings