in ,

ნაკრებს კანკავა, აბურჯანია და მიქაუტაძე გამოაკლდნენ: კაშია და ჩაბრაძე ბრუნდებიან

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ხვალ, თბილისის დროით, 22:45-ზე პრიშტინაში კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

აღნიშნულ შეხვედრაში ვილი სანიოლის გუნდს ძირთადი შემადგენლობის სამი ფეხბურთელი გამოაკლდა. დისკვალიფიკაციის გამო, ნაკრებს კაპიტანი ჯაბა კანკავა და გიორგი აბურჯანია ვერ დაეხმარებიან. გიორგი მიქაუტაძემ კი, ბერძნებთან მატჩისას ტრავმა მიიღო. სამაგიეროდ, ნაკრებს დაუბრუნდებიან დისკვალიფიცრებულნი გურამ კაშია და გრიგოლ ჩაბრაძე.

საქართველოს ნაკრების 22 კაციანი შემადგენლობა კოსოვოსთან მატჩისთვის

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი).

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი), გურამ გიორბელიძე (დინამო დრეზდენი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგერი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი), ვაკო გვილია (რაკუვი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი).

თავდამსხმელი: გიორგი ქვილითაია (აპოელი)​

საქართველოს ნაკრებს საკვალიფიკაციო D ჯგუფში 6 მატჩში ერთადერთი ქულა აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ისევ ბენზემა და მბაპე: საფრანგეთი ერთა ლიგის გამარჯვებულია

ბურჯანაძემ ბარსელონას 11 ქულა ჩაუგდო