in ,

გვარდიოლა, ანჩელოტი, დი მარია პანდორას დოსიეში მოხვდნენ: ამბობენ პეპმა ოფშორებში ფული დამალაო

ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმმა გამოაქვეყნა „პანდორას დოსიე“ – გამოძიება მსოფლიო ლიდერებისა და ვარსკვლავების ოფშორულ სქემებთან შესაძლო კავშირის შესახებ.

დოკუმენტებში ნახსენებია „სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა.

El País-ის ცნობით, კატალონიელმა ესპანეთში არ მიუთითა თანხა, რომელიც კარიერის ბოლოს ყატარის „ალ აჰლიში“ გატარებულ ორ სეზონში აიღო.

გვარდიოლა დაკავშირებულია პანამურ კომპანია Repox Investments-სთან (დაფუძნდა 2007 წლის თებერვალში). მისი შექმნა შეთავაზა ანდორას ბანკმა, რათა დაეცვა მწვრთნელის როგორც საბანკო ანგარიშის მფლობელის ვინაობა.

პეპმა ბანკში ფული 2003 წელს შეიტანა. „ალ აჰლი“ მას 2 მლნ ევროზე მეტს უხდიდა წლიურად. ესპანელის ხელფასი ანდორას ბანკში ინახებოდა.

გვარდიოლამ ანდორა აირჩია ყველაზე ხელსაყრელი ფისკალური სისტემის გამო. სწორედ ამიტომ შექმნა Repox Investments – კომპანია ემსახურებოდა მხოლოდ იმის გამო, რომ ნამდვილი მფლობელის სახსრები დაემალა.
„ბარსაში“ მუშაობის დროს გვარდიოლამ ესპანეთის საგადასახადო ინსპექციას ნახევარი მილიონი ევრო დაუმალა.

ანდორას ბანკში ანგარიში 2012 წელს დაიხურა, როდესაც ესპანეთში დროებითი საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა. მაშინ პეპმა ფული ესპანეთში წამოიღო.

დოკუმენტებში ასევე ფიგურირებს „რეალის“ მწვრთნელი კარლო ანჩელოტი. ის კომპანია Vapia Limited-ის ერთადერთი ბენეფიციარი იყო ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიელმა ნაწილობრივ აღიარა ბრალი 1 მლნ ევროს გადასახადების გადაუხდელობაზე და ფულის მიცემას დათანხმდა. საუბარია 2014 და 2015 წლების საქმეებზე.

„პანდორას დოსიეში“ არგენტინელი ფეხბურთელი ანხელ დი მარიაც მოხვდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კარგი ამბავი: საქართველოს ნაკრებს გულშემატკივარი უბრუნდება

სამხრეთ აფრიკამ ზელანდია დაამარცხა და ისევ პირველია: ბორჯღალოსნებისთვის არაფერი შეცვლილა