in ,

კარგი ამბავი: საქართველოს ნაკრებს გულშემატკივარი უბრუნდება

საქართველოს ნაკრებს გულშემატკივარი უბრუნდება.

საკოორდინაციო შტაბის გადაწყვეტილებით საქართველოს ნაკრები ოქტომბრის სანაკრებო მატჩებს გულშემატკვირის თანდასწრებით ჩაატარებს.

9 ოქტომბერს ბათუმში სტადიონის 33% შეეძლება დასწრება, ამისთვის გულშემატკივრებს 3 სხვადასხვა ვარიანტი აქვთ: საბჭოს გადაწყვეტილებით სტადიონზე დაიშვებიან ვაქცინირებული, 72 საათში PCR ან 24 საათში ანტიგენის უარყოფითი ტესტის პასუხის მქონე ადამიანები.

გარდა ამისა, მატჩზე დასწრება შეეძლებათ იმ ადამიანებსაც, ვისაც კოვიდ 19 ბოლო 6 თვეში აქვთ გადატანილი.

შეგახსენებთ, ბათუმის”აჭარაბეთ არენაზე” 9 ოქტომბერს საქართველო საბერძნეთს უმასპინძლებს.

ბილეთების შეძენა, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო, ვერ მოხერხდება სალაროების მეშვეობით. საქართველო VS საბერძნეთის მატჩის, ბილეთების გაყიდვა, 6 ოქტომბერს დღის 12:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი, ონლაინ რეჟიმში TKT.GE-ზე გაიყიდება. ბილეთის ფასი 515 და 25 ლარია

ვიდეო: ნაკრებმა მზადება დაიწყო, არასრულად

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ნაკრებმა მზადება დაიწყო, არასრულად

გვარდიოლა, ანჩელოტი, დი მარია პანდორას დოსიეში მოხვდნენ: ამბობენ პეპმა ოფშორებში ფული დამალაო