იუპილერ ლიგის მე-5 ტურის გადაბეულ შეხვედრაში “გენტი” “ანდერლეხტს” დაუპირისპირდა და ფრეს 1:1 დასჯერდა. ეს მატჩი ქართველი ქომაგთათვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან ორწლიანი პაუზის შემდეგ, “ბუფალოს” ძირითად შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძე გამოჩნდა.
რამდენი ხანია ამას ველოდით: 2 წლის შემდეგ ჩაკვეტაძემ გენტის ძირითადში ითამაშა
მატჩის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა.
რა თქმა უნდა მოედანზე გამოსვლისას ემოციური ვიყავი. ერთ წელიწადზე მეტი გავიდა, რაც სასტარტოში არ მითამაშია. პატარა ბავშვივით ბედნიერი და აღტაცებული ვიყავი. მადლობა ქომაგებს, მათ ყოველთვის ვახსოვდი, არ მივიწყებდნენ. მიყვარს, როცა ჩემს სახელს მღერიან. ეს იყო შესანიშნავი საღამო”, – თქვა გიორგი ჩაკვეტაძემ.
GIPHY App Key not set. Please check settings