in

გვეალერსებოდა და ხელებს გვიფათურებდა: კლუბის პრეზიდენტს ქალი თანამშრომლები ედავებიან

ფრანგული „ანჟერის“ პრეზიდენტ საიდ შაბანის მიმართ ორი ახალი გამოძიება დაიწყო სექსუალური ძალადობის საქმეზე.
შაბანი პირველად 2020 წლის იანვარში დაადანაშაულეს. განცხადება საფეხბურთო კლუბის ყოფილმა თანამშრომელმა დაწერა. მოგვიანებით ბრალდებებით კიდევ ორი ქალი გამოვიდა, რომლებიც მანამდე „ანჟერში“ მუშაობდნენ, ხოლო თებერვალში, როდესაც შაბანი დააკავეს, მეოთხე დაზარალებულის განცხადებაც წამოეწიათ.

ყველა ქალი შაბანს ადანაშაულებდა მათი ნების საწინააღმდეგოდ ალერსსა და ხელების ფათურში. სექტემბერში მოსამართლემ გადაწყვიტა დამატებითი გამოძიება დაეწყო ორი სხვა ქალის ახალი ჩვენებების შემდეგ.

როგორც იუწყებიან, ეს ქალები შაბანთან მუშაობდნენ, ოღონდ არა „ანჟერში“. ამბავი 5 წლის წინ მოხდა, როდესაც 27 და 30 წლისანი იყვნენ. კლუბის პრეზიდენტის გარემოცვამ დაადასტურა, რომ ის დაკითხვაზე დაიბარეს, რომელიც 15 წუთი გაგრძელდა.

შაბანი უკვე იყო დადანაშაულები სექსუალური ძალადობის საქმეზე და დაიჭირეს კიდეც.
პრეზიდენტი სრულად უარყოფს ბრალს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიორგი ჩაკვეტაძე: პატარა ბავშვივით ბედნიერი ვიყავი

ინგლისის პრემიერლიგა პაკისტანში გადადის: იგივე ფერები და მეტსახელები