in ,

გიორგი ჩაკვეტაძე: პატარა ბავშვივით ბედნიერი ვიყავი

იუპილერ ლიგის მე-5 ტურის გადაბეულ შეხვედრაში “გენტი” “ანდერლეხტს” დაუპირისპირდა და ფრეს 1:1 დასჯერდა. ეს მატჩი ქართველი ქომაგთათვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან ორწლიანი პაუზის შემდეგ, “ბუფალოს” ძირითად შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძე გამოჩნდა.

რამდენი ხანია ამას ველოდით: 2 წლის შემდეგ ჩაკვეტაძემ გენტის ძირითადში ითამაშა

მატჩის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა.

რა თქმა უნდა მოედანზე გამოსვლისას ემოციური ვიყავი. ერთ წელიწადზე მეტი გავიდა, რაც სასტარტოში არ მითამაშია. პატარა ბავშვივით ბედნიერი და აღტაცებული ვიყავი. მადლობა ქომაგებს, მათ ყოველთვის ვახსოვდი, არ მივიწყებდნენ. მიყვარს, როცა ჩემს სახელს მღერიან. ეს იყო შესანიშნავი საღამო”, – თქვა გიორგი ჩაკვეტაძემ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დმიტრუ ივანისენია: ქართველ ფეხბურთელებს საკუთარი მომავლისადმი არაპროფესიონალური მიდგომა აქვთ

გვეალერსებოდა და ხელებს გვიფათურებდა: კლუბის პრეზიდენტს ქალი თანამშრომლები ედავებიან