in ,

რამდენი ხანია ამას ველოდით: 2 წლის შემდეგ ჩაკვეტაძემ გენტის ძირითადში ითამაშა

2-წლიანი პაუზის შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძე “გენტის” ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა. იუპილერ ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში “გენტი” გასვლაზე “ანდერლეხტს” დაუპირისპირდა და ფრეს მიაღწია – 1:1.

21 წლის შემტევს, რომელიც ახლა შედის ფორმაში, განსაკუთრებული არაფერი შეუქმნია, მაგრამ ბევრს მოძრაობდა, აქტიურობდა და შეტევების წარმართვას ცდილობდა. ფაქტია, “ბუფალოს” მთავარი მწვრთნელი ჰეინ ვანჰაზებრუკი  გიორგის ენდობა და იმედია ქართველი ნახევარმცველიც შეძლებს ძველი ფორმის დაბრუნებას. ჩაკვეტაძე მოედნიდან 66-ე წუთზე გაიყვანეს.

5 ტურის შემდეგ, “გენტს” 8 ქულა აქვს და იუპილერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტოჩინოშინის ულამაზესი უვატენაგე: ერთი მოგება კაჩი-კოშამდე

შეიცვლება ვალენსია? მამარდაშვილის გუნდი და მისი აღორძინება ძველ ვიცე-პრეზიდენტს მოუნდა