გიორგი ჩაკვეტაძის, ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას შესანიშნავი პერფორმანსის შესახებ გითხარით, მაგრამ გუშინ კიდევ არაერთი ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ითამაშა.
სამწუხაროდ, ძირითად შემთხვევაში, ქართველებს ან არ უთამაშიათ ანდაც თადარიგიდან ჩაერთვნენ.
“ცრვენა ზვეზდა” 4:1 “ფერენცვაროში” – ამ მატჩში, ორი ქართველი შეიძლებოდა გვეხილა, მაგრამ არცერთი არ ყოფილა განაცხადში. ირაკლი აზაროვი სერბების მხარეს, ხოლო გიორგი ხარაიშვილი, რომელსაც თითქმის არ უწევს თამაში უნგრელთა მხრიდან.
“ლეხი” 0:0 “აპოელ ბეერ შევა”. წიტაიშვილი და კვეკვესკირი ცვლილებაზე გამოვიდნენ.
“ოლიმპიაკოსი” 0:3 “ყარაბაღი” – ტრადიციულად, ლუკა გუგეშაშვილი სათადარიგო სკამზე იყო სტუმართა შორის.
ნელ-ნელა ფორმაში შედის ოთარ კიტეიშვილი, რომლის “შტურმმაც” “ლაციოს” უმასპინძლა და 0:0 გაახერხა. ქართველი 10-იანი კი 64-ე წუთზე შევიდა მატჩში.
GIPHY App Key not set. Please check settings