in ,

ხოსე ბორდალასი: მამარდაშვილის თამაშით კმაყოფილნი ვართ, მაგრამ…

ესპანურ მედიაში არაერთი სტატია იწერება იმის შესახებ, თუ ვინ უნდა იდგეს “ვალენსიას” კარში. ესპანელი ჟურნალისტები და გულშემატკივრები ნიდერლანდელი იასპერ სილესენის თამაშით უკმაყოფილონი არიან და თვლიან, რომ ბორდალასმა კარში მამარდაშვილი უნდა დააუბრუნოს.

მას შემდეგ, რაც “ვალენსიას” შემადგენლობაში სილესენი გამოჩნდა, ნიდერლანდელმა 4 მატჩში 7 ბურთი გაუშვა და მხოლოდ ერთხელ მოახერხა საკუთარი კარის მწრალად შენახვა. მეკარის თაობაზე მედიის წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე მეკარეების შესახებ კითხეს.


“გიორგი მამარდაშვილის გამოყვანა სასტარტო შემადგენლობიდან არ მომხდარა გაშვებული გოლების გამო. მას დიდი პასუხისმგებლობა დააწვა და ამისთვის ძალიან ახალგაზრდაა”.-თქვა ხოსე ბორდალასმა

გიორგი მამარდაშვილი, რომელიც “ვალენსიაში” თბილისის “ლოკომოტივიდან” აღმოჩნდა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 6 შეხვედრა ჩაატარა, 7 ბურთი გაუშვა და კარი ორ მატჩში შეინახა მშრალად. მამარდაშვილი ლა ლიგის პირველი ტურის საუკეთესო მეკარეც გახდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქალთა ნაკრები სლოვაკეთთანაც დამარცხდა

მილუოკმა მამუკელაშვილი G ლიგაში გაუშვა