in

მილუოკმა მამუკელაშვილი G ლიგაში გაუშვა

NBA-ის ჩემპიონმა “მილუოკი ბაქსმა” სანდრო მამუკელაშვილი განვითარების (G) ლიგის კლუბ “ვისკონსინ ჰერდში” გაუშვა. ეს გუნდი G ლიგაში ბაქსის სარეზერვო გუნდად მიიჩნევა.

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი დრაფტის 54-ე ნომრად აირჩიეს და მას კლუბთან სტანდარტული კონტრაქტის ნაცვლად ეგრეთ წოდებული ორმხრივი ხელშეკრულება აკავშირებს, რომლის მიხედვითაც სანდროს NBA-ის რეგულარული სეზონის 82 მატჩიდან მაქსიმუმ 50-ში შეუძლია განაცხადში ყოფნა. ასე რომ, სეზონის ნაწილს მამუკელაშვილი განვითარების ლიგაში გაატარებს, სადაც სათამაშო პრაქტიკა უხვად ექნება. ეს სეზონის დაწყებამდეც ცნობილი იყო.

“ვისკონსინ ჰერდი” სეზონისწინა შეკრებას იწყებს. მამუკელაშვილმა “მილუოკიში” ჯამში 50 წუთი გაატარა და 14 ქულა მიითვალა. საიტის აზრით, მან ნაკლოვანებთან ერთად დიდი პოტენციალი აჩვენა ამ წუთებში:

“ის ბურთს კარგად ატარებს, სქრინებს აყენებს. ძირითადად, სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. ისიც ჩანს, რომ დაცვაში თამაშს სწავლობს, მაგრამ ცოტა ათლეტიზმი და სისწრაფე აკლია. ინდიანასთან მამუს ძალიან გაუჭირდა საბონისთან თამაში და ვერც საბონისისა და ბროგდონის პიკნროლს გაუმკლავდა, თუმცა ძირითად მის თამაშს პოზიტიურად შევაფასებდით”, – წერს brewhoop.com.

სანდრო მამუკელაშვილმა პირველ ოთხ მატჩში საშუალოდ 3.5 ქულა, 2.0 მოხსნა და 0.5 პასი მიითვალა. მისი რეკორდი მატჩში 12 ქულა და 4 მოხსნაა (მაიამის წინააღმდეგ).

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხოსე ბორდალასი: მამარდაშვილის თამაშით კმაყოფილნი ვართ, მაგრამ…

ვითომ აიცერი: პრემიერლიგის ფეხბურთელებს ვაქცინაციის ყალბ სერტიფიკატებს სთავაზობდნენ