ხვიჩა კვარაცხელიამ გადაცემა “ნოესთან” საქართველოსა და რუსეთის დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველობის გამო რუსეთში უხერხულობა არასდროს შექმნია.
მისი თქმით, მასაც ადარდებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სტკივა ოკუპირებული ტერიტორიები, მაგრამ თავისი საქმე უნდა აკეთოს მისი ქვეყნისთვის.
“რუსეთში ყოფნის პერიოდში საერთოდ არ მიგრძვნია, რომ მე ქართველი ვარ, ის რუსია და ამიტომ რაიმე უხერხულობა შექმნილიყოს. პირიქით, იქ ყველამ კარგად მიმიღო.
ჩვენი, ფეხბურთელების საქმე არ არის პოლიტიკა. ჩვენი საქმე გვაბარია და ამას ვაკეთებთ. როგორც ქართველს, რა თქმა უნდა, მაწუხებს ამჟამინდელი პოლიტიკური მდგომარეობა. მე ვთამაშობ ფეხბურთს: სპორტი და პოლიტიკა განსხვავდება. არიან ადამიანები, ვინც ყველაფერს აკეთებს, რომ სიტუაცია დალაგდეს. ფეხბურთს ვთამაშობ, პოლიტიკაში ვერ ვერკვევი,” – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
ხვიჩა კვარაცხელია: ბევრჯერ მიფიქრია, მაკედონიასთან რომ ვყოფილიყავი, არ წავაგებდით
ხვიჩა კვარაცხელია: იუვენტუსში გადასვლასთან ახლოს ვიყავი
GIPHY App Key not set. Please check settings