in ,

ლობჟანიძის ბენეფისი გალათასარაისთან: საბამ დუბლი შეასრულა

თურქეთის სუპერლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში საბა ლობჟანიძის “ჰატაისპორი” თურქული ფეხბურთის გრანდს “გალათასარაის” დაუპირისპირდა და საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა – 4:2.

ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და მეტოქეს დუბლი შეუსრულა. საბამ ჯერ 70-ე წუთზე შეძლო “გალათასარაის” კარის აღება, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს კი მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით “ჰატაისპორს” 35 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.

საბა ლობჟანიძეს მიმდინარე სეზონში 6 გოლი და 6 საგოლე პასი აქვს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა კვარაცხელია: ქართველობის გამო რუსეთში პრობლემა არასდროს შემქმნია

ლევან კობიაშვილი: კარგი ლეგიონერების გარეშე ევროტურნირებზე წარმატებული გამოსვლა რთულია